საბერძნეთში ოჯახებში მომუშავე პირები ნულოვანი შემოსავლით, დაზღვევის გარეშე არიან დარჩენილები

 საბერძნეთში ოჯახებში მომუშავე პირები ნულოვანი შემოსავლით, დაზღვევის გარეშე არიან დარჩენილები

“ოჯახებში მომუშავე პირები ნულოვანი შემოსავლით, დაზღვევის გარეშე არიან დარჩენილები”
საბერძნეთში მომუშავე “ოჯახის დამხმარე ” პირთა უმეტეს ნაწილს სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტი ქალები შეადგენენ. მათი რაოდენობის დაზუსტება შეუძლებელია,რადგან ისინი, ძირითადად, უკანონოდ , ყოველგვარი იურიდიული კონტრაქტის გარეშე არიან დასაქმებულნი.
იმის გასარკვევად, პანდემიის პირობებში, თუ რა პირობებში უწევთ მათ ცხოვრება და მუშაობა, katimerini – ის ჟურნალისტმა მცირე კვლევა ჩაატარა და რამდენიმე ქვეყნის ემიგრანტ ქალებს ესაუბრა .
” 16 წლიდან საბერძნეთში ვცხოვრობ და ვმუშაობ. საერთო ჯამში, 7 ოჯახში ვმუშაობდი. ჩემი კლიენტები ყოველთვის მხარში მედგნენ. ყოფილა შემთხვევები, როცა სამსახურში მისვლა ვერ მომიხერხებია, მაგრამ ხელფასი მაინც გადაუხდიათ. თუმცა დღეს ყველაფერი სხვაგვარად არის. პანდემიის გამოცხადების დღიდანვე ყველა მათგანმა მთხოვა სამუშაოდ აღარ მივსულიყავი. ზოგიერთმა კი უკვე ნამუშევარი დღეების ფულიც ვერ ამინაზღაურა. 26 წლის ქალიშვილი მყავს რომელიც სეზონზე კუნძულზე მუშაობს და მასაც გაუუქმეს კონტრაქტი. ერთადერთი შემოსავალი უმუშავრობის ფონდიდან გვაქვს -70 ევრო. ძალიან მეშინია ” – განაცხადა ჟურნალისტთან საუბრისას 46 წლის უკრაინის მოქალაქემ, ს. ვალენტინამ.
ჟურნალისტი გაესაუბრა დასაქმების ოფისის კომპანია plus+ ის ხელმძღვანელს ელენი ვაინასაც. როგორც ის აღნიშნავს, საბერძნეთში პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე ფაქტიურად გაქრა მოთხოვნა ოჯახში მომუშავე დამხმარე ქალბატონებზე.
“სიტუაცია მაშინვე შეიცვალა, Დღიური შემოსავლის მქონე პირთა უმეტესი ნაწილი დაითხოვეს სამსახურიდან ყოველგვარი კონპენსაციის გარეშე, ოჯახში მცხოვრებ მომვლელებს კი მოსთხოვეს დასვენების დღეებშიც არ დაეტოვებინათ სამუშაო ადგილი დაინფიცირების შიშით. შექმნილი ვითარება მოითხოვს ძალზედ ფრთხილ მიდგომას დამსაქმებელთა და სახელმწიფოს მხრიდან ,რათა ის ადამიანები , რომლებიც სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდნენ ნულოვანი შემოსავლით, არ აღმოჩნდნენ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ” – ამბობს ქ. ვაინა და იურიდიულ ჩარჩოებს მიღმა მოუწოდებს დამსაქმებელ ოჯახებს თხოვნით, მინიმალური თანხა მაინც გაიღონ მათთან მომუშავე პირების დასახმარებლად. თუნდაც იმიტომ, რომ უახლოეს მომავალში მათი დახმარება ბერძნულ ოჯახებს ისევ დასჭირდებათ.

ასევე იხილეთ

error: გაფრთხილება: კონტენტი დაცულია!!!