საბერძნეთში 28 წლის ორსულმა ქალმა რომელიც კორონავირუსის გამო მართვით სუნთქვაზე იყო ბიჭუნა გააჩინა

 საბერძნეთში 28 წლის ორსულმა ქალმა რომელიც კორონავირუსის გამო მართვით სუნთქვაზე იყო ბიჭუნა გააჩინა

28 წლის ქალმა, რომელიც კორონავირუსის გართულების გამო ატტიკის საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული, ნაადრევად იმშობიარა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ოცდღიანი მკურნალობის შემდეგ დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 28 წლის ქალს ორსულობის დროს დიაბეტი გამოუვლინდა. ფეხმძიმობის 28-ე კვირაში კი სუნთქვის უკმარისობა და სიცხე აღენიშნებოდა, რის შედეგადაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ორსულობის 29-ე კვირაში სუნთქვითი პრობლემების გამო, ექიმებმა მისი რეანიმაციაში გადაყვანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთება გადაწყვიტეს. სამი დღის შემდეგ კი ქალს მშობიარობის ნიშნები გამოუვლინდა და აუცილებელი გახდა სასწრაფო საკეისრო კვეთის ჩატარება. დაიბადა ბიჭუნა, წონით 1,300 კილოგრამი, რომელსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ინტენისიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობის შემდეგ დედა-შვილის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
ექიმების განცხადებით, აქამდე მსგავსი შემთხვევა მსოფლიოში მხოლოდ ერთხელ, მისურის შტატში იყო დაფიქსირებული.

ასევე იხილეთ