საბერძნეთში 45 წლის მამაკაცის გარდაცვალებამ მოსახლეობაში  დიდი შიში გამოიწვია

 საბერძნეთში 45 წლის მამაკაცის გარდაცვალებამ მოსახლეობაში  დიდი შიში გამოიწვია

საბერძნეთში,  45 წლის მამაკაცის მოულოდნელმა გარდაცვალებამ, ლამიის მოსახლეობაში მწუხარებასთან ერთად დიდი შიშიც გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, ორშაბათს,  მამაკაცი, რომელიც კომაში იყო ჩავარდნილი დაახლოებით 14:30 საათზე გადაუდებელი სასწრაფო დახმარების განყოფილებაში იყო გადაყვანილი, მიუხედავად ექიმების დიდი მცდელობისა მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.

გარდაცვალების შემდეგ,  აღმოჩნდა, რომ მამაკაცს კორონავირუსი ჰქონდა, ამის შესახებ  ინფორმაციას ,,lamiareport.gr”ავრცელებს  და აღნიშნავს, რომ ამ ფაქტმა მის საცხოვრებლ სოფელში მწუხარებასთან ერთად დიდი შიშიც გამოიწვია ვინაიდან მამაკაცი აღდგომის საღამოს მათთან ერთდ იმყოფებოდა ეკლესიაში. კვირა დილით კი მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა .

ვითარების შესახებ, დაუყონებლივ აცნობეს ლამიას მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის სამსახურს,  რათა, უმოკლეს ვადებში ჩატარდეს სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტები სოფლის მოსახლეობაში.

ასევე იხილეთ