საბრძნეთში ქართველმა ქალბატონმა ქუჩაში ახალშობილი გოგონა იპოვა

 საბრძნეთში ქართველმა ქალბატონმა ქუჩაში ახალშობილი გოგონა იპოვა

საბერძნეთის ეროვნული საინფორმაციო გადაცემების უწყებით, ასპროპირგოში,  ქართველმა ქალბატონმა ქუჩაში, საბანში გახვეული ახალშობილი გოგონა იპოვა , რომელსაც ჭიპლარი ჯერ კიდევ ზედ ჰქონდა.

ქალბატონმა, აღნიშნულის შესახებ, დაუყონებლივ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

ინფორმაციის თანხმად, ადგილზე გამოცხადებულმა სამაშველო ჯგუფმა ახალშობილი “აგლაია კირიაკოუს” ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაწყებულია გამოძიება ახალშობილის დედის ვინაობის დასადგენად. პოლიცია აღნიშნულთან დაკავშირებით გაესაუბრება ქართველ ქალბატონსაც.

ასევე იხილეთ