საბჭოთა კავშირის პერიოდში აკრძალული და ტაბუირებული უდიდესი მკვლევარის მიხეილ თარხნიშვილის არქივი ნაპოვნია

 საბჭოთა კავშირის პერიოდში აკრძალული და ტაბუირებული უდიდესი მკვლევარის მიხეილ თარხნიშვილის არქივი ნაპოვნია

საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და საეკლესიო ლიტერატურის, ერთ-ერთი უდიდესი მკვლევარის მიხეილ თარხნიშვილის არქივი ნაპოვნია. ინფორმაცია ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ გაავრცელა.

როგორც კალანდია აღნიშნავს,  სახელგანთქმული ქართველი ისტორიკოსის ჯუანშერ ვათეიშვილის არქივს ახარისხებდა სადაც აღმოაჩინა სამი დიდი საქაღალდე წარწერით ,,მ. თარხნიშვილი“ –  მისი სიგელები, დიპლომები, სტამბოლის ქართულ ეკლესიასთან დაკავშირებული უნიკალური მასალები, თარხნიშვილის ჩანაწერები, სამეცნიერო სტატიები და ასე შემდეგ…

მისი თქმით, როგორც ჩანს, ჯუანშერ ვათეიშვილმა ეს ძვირფასი არქივი საბჭოთა პერიოდში იტალიაში იპოვნა, გადაარჩინა და სამშობლოში მაშინ ჩამოიტანა, როცა მიხეილ თარხნიშვილის სახელი ჯერ კიდევ აკრძალული და ტაბუირებული იყო.

“მიხეილ თარხნიშვილის არქივი ნაპოვნია, მიხეილ თარხნიშვილის არქივი საქართველოშია!

დღეს ჩემთვის როგორც ქართველი მეცნიერისათვის, ერთ-ერთი უბედნიერესი მომენტია – საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და საეკლესიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი მკვლევარის მიხეილ თარხნიშვილის არქივი საქართველოში აღმოჩნდა და მისი მიკვლევის პატივი მე მერგო!

საქმე იმაშია, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში ჩემს მეგობრებთან ერთად გადმოვიატანე ქართული ისტორიოგრაფიის გამორჩეული წარმომადგენლის,სახელგანთქმული ქართველი ისტორიკოსის ჯუანშერ ვათეიშვილის არქივი.

ასევე იხილეთ