საბრძნეთში ქართველმა ქალბატონმა ქუჩაში ახალშობილი გოგონა იპოვა
“სანატორია2020“-ს შეფერხების გამო საემიგრაციო ასოციაცები ახალ აქციებს აანონსებენ

იტალიის რესპუბლიკაში, მიგრანტები და ანტირასისტული ასოციაციები, რომლებიც მობილიზებულნი არიან 2020 წლის ამნისტიის (სანატორია2020) შეფერხების წინააღმდეგ, კვლავ აქციებს აანონსებენ. – ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში, საემიგრაციო ასოციაცია “Imad Roma“ აქვეყნებს.
საემიგაციო, ანტირასისტული ასოციაციების წარმომადგენლები და მიგრანტები, აქციებს იტალიის სხვადასხვა ქალაქში 12, 29 აპრილს და 1 მაისს აანონსებენ.
“Imad Roma“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქციები გაიმართება მილანში, რომსა და ტორინოში.
ამნისტიის (სანატორია 2020) პრაქტიკის დახურვიდან (რეგალიზაციის დოკუმენტის განაცხადის გაკეთებიდან) თითქმის 8 თვე გავიდა და პრეფექტურებმა მხოლოდ განმცხადებელთა მცირე ნაწილის პრაქტიკა გნიხილა, რომელთა უმეტესობა უარყოფილია. – ნათქვამია განცხადებაში.
Exclusivetv.ge