საქართველოში აპრილის თვეში ზეთი 40%-ით ისევ გაძვირდა – წაიკითხეთ სხვა პროდუქტებზეც მომატებული ფასები

 საქართველოში აპრილის თვეში ზეთი 40%-ით ისევ გაძვირდა – წაიკითხეთ სხვა პროდუქტებზეც მომატებული ფასები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა დღეს ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც აპრილში წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად – 40.2 პროცენტით ზეთისა და ცხიმის ფასი გაიზარდა.

12.3 პროცენტით გაძვირდა ტკბილეული. ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე ფასებმა 10.1 პროცენტით მოიმატა. პურისა და პურ-პროდუქტების ფასი კი წლიურ ჭრილში 6.4 პროცენტით არის გაზრდილი. 22.2 პროცენტით ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ასევე 18.2 პროცენტით გაიაფდა ხილი და ყურძენი. საქსტატის მიხედვით, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 7.2 პროცენტი შეადგინა.

ასევე იხილეთ