საქართველოში ფულადი გზავნილების მაჩვენებლით რუსეთს პირველობა იტალიამ ჩამოართვა

 საქართველოში ფულადი გზავნილების მაჩვენებლით რუსეთს პირველობა იტალიამ ჩამოართვა

იანვარში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით $150 მლნ-მდე გაიზარდა. იტალიამ $27.3 მლნ-ით რუსეთს პირველი ადგილი ჩამოართვა. ბოლო ერთ წელიწადში იტალიიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 30%-ით გაიზარდა, რუსეთიდან კი 11%-ით, $23.2 მლნ-მდე შემცირდა.

რუსეთის წილი მთლიან გზავნილებში 15.5%-მდეა შემცირებული. 2020 წელს 19.3% იყო, 12-13 წლის წინ 60%-ს აჭარბებდა.

25%-იანი ზრდის შემდეგ, 18.6 მლნ-ით მესამე ადგილი საბერძნეთმა დაიკავა. მას $0.6 მლნ-ით ჩამორჩება შეერთებული შტატები საიდანაც იანვარში 33%-იანი ზრდა აღინიშნა. კიდევ ერთი ქვეყანა, საიდანაც რვანიშნა გადმორიცხვა დაფიქსირდა ისრაელია, საიდანაც უმნიშვნელო 1 პროცენტიანი ზრდის შემდეგ გზავნილის მოცულობამ $13.2 მლნ შეადგინა.

 

 

იანვარში 1 მლნ დოლარზე მეტი კიდევ 11 ქვეყნიდან გადმოირიცხა. ყველაზე მაღალი ზრდა + 57% და  + 81% შესაბამისად გერმანიიდან და უკრაინიდან დაფიქსირდა.

გადმორიცხვებისგან განსხვავებით, გადარიცხვები 7%-ით $17.2%-მდეა შემცირებული.commersant.ge

ასევე იხილეთ

error: გაფრთხილება: კონტენტი დაცულია!!!