საქართველოში შეზღუდვების შემსუბუქება ამ კვირიდან დაიწყება

 საქართველოში შეზღუდვების შემსუბუქება ამ კვირიდან დაიწყება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიმდინარე კვირას საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც დარჩენილი შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს განიხილავენ.

მისივე თქმით, შემსუბუქებები მიმდინარე კვირასვე დაიწყება.

„მიმდინარე კვირაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იქნება, სადაც კონკრეტული შეზღუდვების შემსუბუქებაზე განვაცხადებთ. შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. „ქართულმა ოცნებამ“ კი, მის შემცვლელად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა. პრემიერობის კანდიდატმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა.  მინისტრთა კაბინეტში მცირე ცვლილებებია. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარობაშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს მისი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე ჩაანაცვლებს. business-partner.ge

ასევე იხილეთ

error: გაფრთხილება: კონტენტი დაცულია!!!