სოფელი იტალიაში, რომელიც რეალურად არ ჩანს, სანამ ახლოს არ ნახავ

 სოფელი იტალიაში, რომელიც რეალურად არ ჩანს, სანამ ახლოს არ ნახავ

სოფელი იტალიაში შენობების ზღაპრული იერსახით, რომელიც რეალურად არ ჩანს, სანამ მას ახლოს არ ნახავ.

პიეტრაჯალა (Pietra Gialla), სოფელი  – პოტენცას პროვინციაში, ლუკანოს კომუნაში,  დაახლოებით X საუკუნეში 4 000 მოსახლით დაარსდა.

ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს “Pietra Gialla” – სგან, რომელიც გულისხმობს ტუფის (მკვრივი ვულკანური ქანი, რომელიც წარმოიქმნება ვულკანის ამოფრქვევის დროს ამოსროლილი მასალის შეცემენტების შედეგად) ფერს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა, საუკუნეების განმავლობაში სამშენებლო მასალად იყენებდნენ. მისი მოხდენილი, შუა საუკუნეების ისტორიული ცენტრი ჰარმონიულად ვითარდებოდა ულამაზესი დედა ეკლესიის გარშემო, რომელიც ეძღვნება სან ნიკოლა დი ბარს და შესანიშნავ “პალაცო დუკალე“-ს.

სოფელი “Pietra Gialla” განსაკუთრებით ღვინის წარმოებით გამოირჩეოდა. პირდაპირ კლდეში გამოყვანილ სახლებს ღვინის გადამუშავებისა და შენახვისთვის იყენებდნენ.

წყაროებზე დაყრდნობით, მასალა მოამზადა ხათუნა შარაძემ

Exclusivetv.ge

ასევე იხილეთ