სუს-ი – ენგურის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება

 სუს-ი  –  ენგურის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა,  რუსეთს, მდინარე ენგურის გადაცურვისას, ოკუპირებული გალის რაიონის სამი მცხოვრების დაღუპვის გამო პასუხისმგებლობა დააკისრა.

ამის შესახებ მათ ვებგვერზე განცხადებაშია ნათქვამი.

მათი ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქე, ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამივე მათგანი დაიღუპა.

,,აღნიშნული წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვებისა და უკანონო დაკავებების დამაზიანებელი პრაქტიკის შედეგს. მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი“. – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

 

ასევე იხილეთ