ტურიზმის ინდუსტრიაში covid-საშვი რამდენიმე კვირაში გამოჩნდება

 ტურიზმის ინდუსტრიაში covid-საშვი რამდენიმე კვირაში გამოჩნდება

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია IATA-ს პროგნოზით, ტურიზმის ინდუსტრიაში covid-საშვი რამდენიმე კვირაში გამოჩნდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ covid-საშვი იქნება პლატფორმა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, მგზავრს გაკეთებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან კოვიდ-ტესტი, თუ – არა. აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც – IOS-ის, ასევე Android-ის სისტემისთვის.

IATA-ს განცხადებით, მსგავსი საშვის დანერგვა აუცილებელია, საჰაერო მიმოსვლის აღსადგენად, რადგან ქვეყნების უმრავლესობას უცხოელი ვიზიტორებისთვის ისევ მკაცრი რეგულაციები ან საკარანტინე პერიოდი აქვთ დაწესებული.

გამოცემა წერს, რომ Singapore Airlines-ი იყო პირველი ავიაკომპანია, რომელმაც covid-საშვის პლატფორმის გამოყენება გასული წლის დეკემბერში საცდელად დაიწყო. აღსანიშნავია, რომ Singapore Airlines-სს მალე შეუერთდნენ სხვა ავიაკომპანიებიც, მაგალითად, Etihad-ი, Emirates-ი, Qatar Airways-ი და Air New Zealand-ი.

IATA-ს განცხადებითვე, გასული წელი კატასტროფული აღმოჩნდა ავიაინდუსტრიისათვის, რადგან 2019 წელთან შედარებით ფრენებზე მოთხოვნა 70%-ით შემცირდა. ასოციაციის შეფასებით, მხოლოდ კოვიდ-ვაქცინა ვერ დაეხმარება ინდუსტრიას გადარჩენაში და ამისთვის აუცილებელია, covid-საშვების დანერგვაც. Bm.ge

ასევე იხილეთ