უბრალოდ მისი შეშინება მინდოდა – ამბობს თავდამსხმელი, რომელმაც 20 წლის გოგოს დანით ჭრილობები მიაყენა

 უბრალოდ მისი შეშინება მინდოდა – ამბობს თავდამსხმელი, რომელმაც 20 წლის გოგოს დანით ჭრილობები მიაყენა

– ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვართ იმ შოკიდან, რომელიც მაშინ დაგვემართა,როცა ჩვენმა ქალიშვილმა დაგვირეკა და მომხდარის შესახებ შეგვატყობინა. საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდით – განაცხადეს 20 წლის ბერძენი გოგონას მშობლებმა დესპინა მანედელენაკის გადაცემაში. – არ შემიძლია აღვწერო, რა განვიცადეთ. თითქოს დედამიწა გამოგვეცალა ფეხᲥვეშ – ამბობს გოგონას მამა. შეგახსენებთ, რომ იტალიაში 20 წლის ბერძენ სტუდენტ გოგონას თავს 27 წლის ალბანელი მამაკაცი დაესხა. თავდამსხმელმა მსხვერპლს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ წარსულში სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა მშობლები ირწმუნებიან, რომ ისინი მხოლოდ მეგობრობდნენ და მათ შორის რომანტიკული კავშირი არ ყოფილა. მშობლები აღნიშნავენ იმასაც, რომ ახალგაზრდა მამაკაცი გოგონას თავს ერთი კვირით ადრეც დაესხა, თუმცა მაშინ გოგონამ თავს დახსნა მოახერხა. თავდამსხმელი პროკურატურაში განადგურებული გამოცხადდა. ის სამი საათის განმავლობაში ტიროდა და ამბობდა, რომ გოგონას მოკვლა განზრახული არ ჰქონია. მისი მხოლოდ შეშინება სურდა, თუმცა ამის მიზეზი ეჭვიანობა არ ყოფილა. გოგონას ჭრილობები მუცლისა და კისრის არეში აქვს მიყენებული. ხანგრძლივი ოპერაციის შემდეგ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ასევე იხილეთ