უკრაინის პრეზიდენტმა შვიდი ელჩი გაათავისუფლა, მათ შორის, ევროკავშირში უკრაინის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი

 უკრაინის პრეზიდენტმა შვიდი ელჩი გაათავისუფლა, მათ შორის, ევროკავშირში უკრაინის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ შვიდი ელჩი გაათავისუფლა, მათ შორის, ევროკავშირში უკრაინის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნიკოლაი ტოჩიცკი.
შესაბამისი განკარგულებები პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
თანამდებობიდან ასევე გათავისუფლდნენ, უკრაინის ელჩები ნიდერლანდებში, ერაყში, ტაილანდში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში, ასევე უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი ჟენევაში გაერო-ს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.
ნიკოლაი ტოჩიცკი ევროკავშირში უკრაინის წარმომადგენლობას 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა და ამავე დროს, იყო ბელგიასა და ლუქსემბურგში უკრაინის ელჩი.

 

ასევე იხილეთ