შიშით ვცხოვრობდი, რომ ის მიპოვიდა და მომკლავდა – ინტერვიუ 35 წლის იოანასთან, რომელიც მჟავით დაწვეს

 შიშით ვცხოვრობდი, რომ ის მიპოვიდა და მომკლავდა – ინტერვიუ 35 წლის იოანასთან, რომელიც მჟავით დაწვეს

ვიტრიოლის მჟავით დამწვარმა 35 წლის იოანამ საკუთარი ტრაგედიის შესახებ პირველი ინტერვიუ მისცა. იოანას კოშმარი 2020 წლის 20 მაისს დაიწყო, როცა მას თავს უცნობი ქალი დაესხა და ვიტრიოლის მჟავა გადაასხა. მომხდარის გამო იაონნა დიდი ხნის განმავლობაში იწვა საავადმყოფოში და სხვადასხვა ოპერაცია უტარდებოდა. ექიმები ცდილობდნენ გადაერჩინათ როგორც მისი სიცოცხლე, ასევე, შეენარჩუნებინათ სახე. ვიტრიოლის მჟავამ მისი სახის დიდი ნაწილი იმსხვერპლა, მკურნალობას იოანა დღემდე გრძელებს. ამ სისასტიკის სავარაუდო ჩამდენი ერთ-ერთი იურდიული ფირმის თანამშრომელი, 35 წლის ქალია, რომელიც პოლიციამ გასულ ივნისს დააპატიმრა. გასული წლის დეკემბერში იოანამ, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა მჯავდრდებულზეც, რომელიც დღემდე დუმილის უფლებას იყენებს. „ეს არ არის “არლეკინი”. ეს ჩემი ცხოვრებაა, რომელიც მან გაანადგურა და დღემდე განაგრძობს მის წინააღმდეგ წარდგენილი მტკიცებულებების უარყოფას. მისი მიზანი ჩემი მოკვლა იყო. როცა ვერ მომკლა, ის ეძებდა გზას, რომ დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება მოეხერხებინა. ჩემი ნათესავებისგან არკვევდა, თუ როგორ შეძლებდა საავადმყოფოში ჩემს „მოსანახულებლად“ მოსვლას.“ ჟურნალ OK-ის პარასკევის ნომერში იოანნა პირველად ისაუბრებს საკუთარი ტრაგედიისა და მძიმე გამოცდილების შესახებ. ასევე, მოყვება იმ ემოციების შესახებ, რომელიც ბრალდებულის დაპატიმრებამდე ჰქონდა. – მის დაპატიმრებამდე შიშით ვცხოვრობდი, რომ ის მიპოვიდა და მომკლავდა” – ამბობს იოანა ინტერვიუში. ჟურნალში,ასევე, ნაჩვენები იქნება იმ ნიღბის სურათიც რომელსაც 35 წლის იაონა მოიხმარს, სანამ სახე ბოლომდე აღუდგება.

ასევე იხილეთ