შსს-სა და ”ქართული ოცნების” კუთვნილ კომპიუტერებზე სხვადასხვა ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა

 შსს-სა და ”ქართული ოცნების” კუთვნილ კომპიუტერებზე სხვადასხვა ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა

23 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა. ინფრომაციას თავად შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა, ოპერატიული მოქმედებების შედეგად, შეტევა აღკვეთა.

დღესვე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა „ქართული ოცნების“ სერვერზეც. რამაც გამოიწვია პროვაიდერი კომპანიების აპარატურის მუშაობის შეფერხება, – ამის ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„არსებული მოვლენების ფონზე, რთული გამოსაცნობი არაა, თუ საიდან შეიძლება მომდინარეობდეს ეს დანაშაულებრივი აქტი. აშკარაა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალებისთვის დანაშაული იქცა მოქმედების თითქმის ერთადერთ ფორმად. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ აღნიშნული კიბერდანაშაული“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე იხილეთ

error: გაფრთხილება: კონტენტი დაცულია!!!