,,ხანდახან უნდა დაჯდე და იტირო კიდეც“ – ქართველი ემიგრანტის ცხოვრება უცხო მხარეში

 ,,ხანდახან უნდა დაჯდე და იტირო კიდეც“ – ქართველი ემიგრანტის ცხოვრება უცხო მხარეში

,,…იმ მონატრებას კი ვერაფრით ვივსებ, რასაც ოჯახის, შვილების, ქვეყნის მონატრება ჰქვია. აქ ყველაფერი სხვა ფერია, სულ სხვა სამყაროა. უბრალოდ ვცდილობ ნაკლებად ვიფიქრო იმაზე, რაც ტკივილს მიათმაგებს. აი, როცა ხელით შევეხები ყველაფერ მონატრებულს, ჩემი ქვეყნის ჰაერს ჩავისუნთქან, მიწაზე ფეხს დავდგამ და ყველას ჩავიხუტებ, მაშინ შეივსება ეს სიცარიელე და ტკივილიც გაქრება. ჩემი …. გეგმები ჩემს ქვეყნას უკავშირდება”.

ეს სიტყვები ქართველ ემიგრანტს, სამი შვილის დედას, ორი წიგნის ავტორს  (“გოგონა აფხაზეთიდან” და ,,გაყიდული პატარძალი”) და  ყოფილ პედაგოგს სოფია იმერელს (ჭაფოძე-იაშვილი) ეკუთვნის.  როგორც ყველა ემიგრანტი ისიც იმედით,  მონატრებითა და თავის ქვეყანაზე გეგმებითცხოვრობს უცხო მხარეში.

,,ყოველთვის, როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები, ისეთი აღარ ხარ, როგორიც სხვებს უნდიხარ, სამაგიეროდ ისეთი ხარ როგორიც გინდა იყო და მიხვდი რომ ცხოვრება ასე უფრო მშვენიერია, ვიდრე, ვიღაცის და რაღაცის გამო, შენს შინაგან სამყაროზე თქვა უარი და იცხოვრო მათი შეხედულებებით.

არასოდეს თქვა უარი შენს ცხოვრებაზე, დაე მიგიღონ ისეთი როგორიც ხარ, თუ არ მოწონხარ, კარი მიუხურე ისე, რომ ვერასოდეს შეძლონ შენს სამყაროში შემოსვლა“- წერს სოფო იმერელი და მისი ფიქრებიდან პატარა ფრაგმენტებს უწერს მის მკითხველს, რომელსაც ექსკლუზივიTV- ი შემოკლებულად გთავაზობთ.

ხანდახან თვალი უნდა დახუჭო;

ხანდახან უნდა დაყრუვდე კიდევაც;

ხანდახან პირში წყალიც უნდა ჩაიგუბო;

ხანდახან ზურგი უნდა აქციო და წახვიდე;

ხანდახან უყურო და არაფერი მოიმოქმედო;

ხანდახან შველაც უნდა ითხოვო, რომ გადარჩე;

ხანდახან ურწმუნოც უნდა დაარწმუნო

ხანდახან უნდა დაჯდე და იტირო კიდეც.

ხანდახან ყველაფერი ხდება, ოღონდ ხანდახან

სოფო იმერელი

ასევე იხილეთ