ხვალ 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი სრულდება

 ხვალ 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი სრულდება

თბილიში, 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე დატრიალებული ტრაგედიიდან 32 წელი სრულდება. სისხლიან დილას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

დილის ოთხ საათზე, მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მშვიდობიან  მომიტინგეები, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, საბჭოთა არმიის სამხედრო შენაერთებმა დაარბიეს.

საბჭოთა სამხედროებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, მესანგრის ნიჩბები და მძიმე ტექნიკა. ამ დღეს, ათასობით ადამიანი მოიწამლა და დაშავდა.

თბილისში მშვიდობიანი მიტინგის დარბევის შემდეგ, საქართველო საბჭოთა კავშირის იმ რესპუბლიკებს შორის აღმოჩნდა, რომელთაც პირველებმა გადადგეს ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ. ამ პროცესს დიდწილად ხელი შეუწყო 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებმა. 1991 წლის 9 აპრილს, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი”, რომლის საფუძველზედაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

ასევე იხილეთ