2 გარდაცვლილი და დაშავებული არასრულწლოვანი – გომბორის გზაზე ავარია მოხდა

 2 გარდაცვლილი და დაშავებული არასრულწლოვანი – გომბორის გზაზე ავარია მოხდა

გომბორისკენ მიმავალ გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი ორი ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.

ასევე იხილეთ