6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღეა

 6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღეა

6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღეა. საქართველო მეექვსედ უერთდება გაეროს ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული, – სახელწოდებით – „საერთაშორისო სპორტის დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ (‘International day of Sport for Peace and Development’).

სპორტის დღე ერთდროულად სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება.

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2 აპრილიდან საქართველო შეუერთდა ე.წ. „თეთრი ბარათის“ („#WhiteCard“) კამპანიას, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, ასევე ჩაერთვებიან საქართველოს რეგიონები.

სოციალურ ქსელში „თეთრი ბარათის“ კამპანიაში აქტიურად ჩაერთვნენ სპორტსმენები: ძალოსანი ლაშა ტალახაძე, ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი, მოფარკავე სანდრო ბაზაძე, წყალბურთელი ზურაბ რურუა, ავტომრბოლელი დათა ქაჯაია და სხვა არაერთი სპორტსმენი.

„თეთრი ბარათის“ კამპანიას შეუერთდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტსმენებსა და გულშემატკივარს სპორტის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში ჩართვისკენ მოუწოდა.

 

 

ასევე იხილეთ