6 მაისიდან თბილისის ქუჩები მოირეცხება

 6 მაისიდან თბილისის ქუჩები მოირეცხება

თბილისის მერია 6 მაისიდან დედაქალაქის ქუჩებს მორეცხავს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ,,facebook”- ზე პირდაპირ ჩართვაში ისაუბრა.

“არის სრული მზადყოფნა, რომ ხუთშაბათიდან ცენტრალური ქუჩების მორეცხვა დავიწყოთ, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სისუფთავეს, სიმწვანეს, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას ქალაქში და ამ სამუშაოების წარმოება, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, უკვე ამინდიც იძლევა საშუალებას და ქალაქში იწყება გზების დახაზვის სამუშაოები. გვაქვს კონკრეტული ქუჩები, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია და დახაზვა ვერ მოესწრო ზამთრის გამო. ახლა უკვე გვაქვს საშუალება, რომ დავიწყოთ ამ სამუშაოების განხორციელება,” – განაცახადა კახა კალაძემ.

Business Time

ასევე იხილეთ