AstraZeneca_ს აცრიდან ორი კვირის შემდეგ 60 წლის მამაკაცმა ფილტვების ემბოლია განიცადა

 AstraZeneca_ს აცრიდან ორი კვირის შემდეგ 60 წლის მამაკაცმა ფილტვების ემბოლია განიცადა

საბერძნეთში ქალაქ პატრაში, ფილტვების ემბოლიის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს 60 წლის მამაკაცი, რომელმაც ორი კვირის წინ AstraZeneca_ს ვაქცინით აიცრა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აცრის დღიდან ორი კვირის შემდეგ, მამაკაცმა კერძო საავადმყოფოს ზურგისა და ნეკნების ტკივილით მიაკითხა სადაც მას , ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ ფილტვების ემბოლია დაუდგინდა .

მკურნალობის პერიოდში მას ჰქონდა გულის შეტევებიც და საჭირო გახდა მისი გადაყვანა მართვით სუნთქვის აპარატზე. საბედნიეროდ ექიმებმა მოახერხეს მისი გადარჩენა.

ფაქტიდან გამომდინარე ექიმებმა დაიწყეს შესაბამის გამოკვლევები რათა დადგინდეს უკავშირდება თუ არა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება AstraZeneca_ს ვაქცინას.

 

 

ასევე იხილეთ