ბერძნული ეკლესია, რომელიც ნახატს გავს

 ბერძნული ეკლესია, რომელიც ნახატს გავს

საბერძნეთი სავსეა ეკლესიებით, მონასტრებითა და სამლოცველოებით. თითოეულ მათგანს თავისი უნიკალური სილამაზე და ისტორია გააჩნია. ზოგიერთი გამოირჩევა, არა მხოლოდ არქიტექტურითა და ისტორიით, არამედ გამორჩეულია ადგილიც, სადაც ის მდებარეობს.
ერთ-ერთი ასეთი ეკლესია მდებარეობს იპიროში, იონნინას მიდამოებში. ეს არის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის პანაგიას პატარა ეკლესია, მწვანე გარემოში და კრისტალურად სუფთა წყლების გვერდით. ეს საოცარი სანახაობაა, რომლის აღწერა სიტყვებით შეუძლებელია. ზემოდან რომ გადმოხედოთ, ეკლესია ამ მწვანე სივრცეში ნახატს ჰგავს.
ისტორიული წყაროების თანახმად, ეკლესია დაახლოებით 1738 წელს აშენდა. შიდა სივრცის მოხატულობა სამ ზონად არის დაყოფილი: ზედა ნაწილში გამოსახულია სახარების სცენები, შემდეგი ზონა კი წმინდანების გამოსახულებაა.
ამბობენ, რომ მდინარე ვოიდომატისი, რომელიც ეკლესიის ტერიტორიაზე მდებარეობს, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა მდინარეა. მდინარე გამორჩეულია იმითაც, რომ მთელი წლის მანძილზე, ზამთარშიც და ზაფხულშიც მისი ტემპერატურა 6 დან 9 გრადუსამდე მერყეობს.

ასევე იხილეთ