FabrikaTbilisi გიორგი კონტრიძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს

 FabrikaTbilisi  გიორგი კონტრიძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს

FabrikaTbilisi – ში თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების,არქიტექტურის და დიზაინის სკოლის, მესამე კურსის სტუდენტის გიორგი კონტრიძის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით – ცუდი ძაღლები/Bad Dogs იმართება.

როგორც მხატვარმა ექსკლუზივი TV – ის განუცხადა, ინსპირაციას  ანიმაციური ფილმებიდან, სახელმძღვანელო წიგნების ილუსტრაციებიდან და მასობრივი მედიიდან იღებს.

გამოფენაში წარმოდგენილია გასული წლის განმავლობაში შესრულებული ნამუშევრები, რომელთა უმრავლესობა იაფფასიან “დუბლიაჟის” და საბეჭდ ქაღალდზეა შესრულებული ზეთის საღებავებით.

ჩვეულებრივ ავტორი მუშაობს ტილოზე, ხოლო ამ შემთხვევაში იაფფასიან ქაღალდზე ხატვამ მას მეტი თავისუფლება მისცა – ის თამამად იწყებს პირდაპირ ქაღალდზე მუშაობას და არ ცდილობს შეცდომების გამოსწორებასა და ნახატის დასრულებას.

ასევე იხილეთ