2021 წლის იანვარში საბერძნეთიდან ემიგრანტებმა სამშობლოში დაახლოებით 18 მლნ-ის გადაგზავნა შეძლეს

2021 წლის იანვარში რეკორსმენები იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტები არიან, ხოლო საბერძნეთის ემიგრაციამ საქართველოში დააახლოებით 18 მლნ-ის გადაგზავნა შეძლო.
ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ, 2021 წლის იანვარში საბერძნეთიდან საქართველოში 18.62 მილიონი დოლარის ექვივალენტი ფულადი გზავნილი განხორციელდა, ხოლო ყველაზე დიდი ფულადი ნაკადი საქართველოში იტალიიდან შევიდა . აქამდე ყოველთვიურად ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან ირიცხებოდა.
2021 წლის იანვარში ქვეყანაში შესული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 493.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 19.2%-ით მეტია 2020 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
მთლიანობაში იტალიიდან იანვარში საქართველოში $27.3 მილიონი დოლარი გადაირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 29.7%-ით მეტია, რუსეთიდან კი გზავნილები 11.4%-ით, $23.2 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
ქვეყნები, საიდანაც იანვარში ყველაზე მეტი ფული გადაირიცხა საქართველოში ასე გამოიყურება:
- იტალია – 27.32 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 29.72%
- რუსეთის ფედერაცია – 23.18 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -11.44%
- საბერძნეთი – 18.62 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 25.25%
- აშშ -18.07 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 33.24%
- ისრაელი – 13.16 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 0.55%
- თურქეთი – 7.16 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 8.54%
- უკრაინა – 6.43 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 80.65%
- გერმანია – 6.06 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 57.15%
- აზერბაიჯანი – 5.32 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 213.08%
- ესპანეთი – 3.51 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1.82%
- საფრანგეთი – 2.39 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 32.79%
- ყაზახეთი – 2.20 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 11.21%
- პოლონეთი – 1.95 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 2.94%
- კანადა – 1.46 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 53.67%
- გაერთიანებული სამეფო – 1.37 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 15.59%
საქართველოში ფულადი გზავნილების უმთავრეს წყაროს ქვეყნიდან ემიგრირებული მოსახლეობის მიერ უკან გამოგზავნილი თანხები წარმოადგენს