გაიცანით ელჩი რომელიც ერდოღანს ხვდება და ახერხებს ერთ დღეში თანამემამულეების 300 შეტყობინებას უპასუხოს

 გაიცანით ელჩი რომელიც ერდოღანს ხვდება და ახერხებს ერთ დღეში თანამემამულეების 300 შეტყობინებას უპასუხოს
  • საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა ქართულ მედიაში პანდემიის პირველი კრიზისის დროს შექმნილ მდგომარეობას იხსენებს და ამბობს რომ იყო დღეები როდესაც პირადად მას 300 მდე გზავნილზე პასუხის გაცემაც კი უწევდა და ამას აკეთებდა მისი ყველა თანამშრომელიც : ,,საელჩოს ყველა თანამშრომელი, ფაქტობრივად, კონსულის მოვალეობას ვასრულებდით. ყოველდღიურ რეჟიმში საელჩოს გვერდზე ვაქვეყნებდით განახლებულ ინფორმაციასა და განცხადებებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თურქეთის რესპუბლიკისა და გადაფარვის ქვეყნების მიერ შემოღებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით. ვცდილობდით, ხმა მიგვეწვდინა თითოეული მოქალაქისათვის. მიუხედავად საგრძნობლად გაზრდილი მომართვიანობისა, ვფიქრობ, უმეტესწილად ეს შევძელით. თუმცა, ბუნებრივია, მოქალაქეების მხრიდან იყო კრიტიკაც.

ჩვენთან მარტივად დაკავშირების მიზნით ავამოქმედეთ ცხელი ხაზის ორი ნომერი, რადგან ერთი არ აღმოჩნდა საკმარისი დიდ ნაკადთან გასამკლავებლად. გარდა ამისა, Facebook-ის პირად გვერდზე ვიღებდი ასობით შეტყობინებას. 300-მდე შეტყობინებაც კი შემოსულა დღის განმავლობაში. პრაქტიკულად, ყველას ვპასუხობდი. მომიტევონ იმ ადამიანებმა, ვისაც ამ ინტენსიური ტემპის და ან სხვა მიზეზების გამო სათანადო ყურადღება ვერ მივაქციეთ. – აცხადებს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქართველი დიპლომატი და მისიის ხელმძღვანელი.

ასევე იხილეთ

error: გაფრთხილება: კონტენტი დაცულია!!!