აჭარის პოლიციამ ბათუმში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 2003 წელს დაბადებული ა.ე. და 1998 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს.
ა.ე.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვა ტარება. ხოლო მ.ჯ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებითაა დაკავებული.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დგინდება, რომ ა.ე.-მ ბათუმში, მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მყოფ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 1976 წელს დაბადებულ ჰ.თ. -ს თურქეთში, დანაშაულებრივ მხარეებს შორის დაწყებული შესაძლო დაპირისპირების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს შეესწრო ა.ე.-ს თანხმლები მ.ჯ., თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.
განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე, 376-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
1752911335
ახალი ამბებიგიორგი აბაშიშვილი - არ არსებობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, სარეიტინგო სააგენტო, ეკონომიკურ ანალიტიკაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მცირედიც მაინც მოლდოვას ახლოს დააყენებს საქართველოსთან!
„რადგან არ წყდება სრულიად არაკვალიფიციური მითები „მოლდოვური სასწაულის„ შესახებ, მოდით მხოლოდ ციფრებით ვთქვათ რეალობა და ეს ცოფრებიც მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან ავიღოთ,”- ამი...
1752909353
ახალი ამბებიმმართველობის ეფექტიანობის და კორუფციის კონტროლის პროგრესით საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია
„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2025 წლის ანგარიშგების ფარგლებში ბიუროკრატიის და კორუფციის გლობალური შეფასება გამოაქვეყნა. ინდიკატორი ზომავს იმას, თუ რამდენად ემორჩილებიან და იცავენ...
1752907479
ახალი ამბებიპაატა სალიამ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პირველი მულტიფუნქციური გეოპორტალი - NSDI.GOV.GE ოფიციალურად წარადგინა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პირველი მულტიფუნქციური გეოპორტალი - NSDI.GOV.GE ოფიციალურად წარადგინა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ინოვაციუ...
1752905950
ახალი ამბებიმარიამ ლაშხმა სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემ...
1752904808
მსოფლიოევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა
ევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეამსუბუქა. როგორც თურქეთში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი, 15 ივლისიდან თურქეთის მოქალაქეებს შენგენის ზონაში სამოგზაუროდ ვიზის მიღ...