„ამ ქვეყანაში საპატრიარქო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება და რუსეთის გაგრძელება“- ხათუნა სამნიძე

ამ ქვეყანაში საპატრიარქო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება და რუსეთის გაგრძელება, რომელიც ცდილობს, საზოგადოებაში დათესოს ღვარძლი, ზიზღი, სიძულვილი და განახორციელოს კიდეც ძალადობა, –განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, საპატრიარქო ფინანსდება ხალხის ფულით და ყველა ხელისუფლება ცდილობს, ხარკის გადახდით გამოიყენოს ეს ინსტიტუცია, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

„საპატრიარქოს აქვს დიდი ძალაუფლება, რათა ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე. მათ შორის ამ ძალიან მძიმე საკითხში, რაც არის ქალების კვლა, ფემიციდი. ცდილობს, პასუხისმგებლობა მედიას, საზოგადოებას დააკისროს და არც ერთ ეტაპზე არ გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას მაშინ, როცა ასეთი სერიოზული ძალაუფლება აქვს.

არ ვსაუბრობ რელიგიასა და რწმენაზე, ვსაუბრობ ინსტიტუციაზე – საპატრიარქოზე, რომელიც საკუთარ უფლებამოსილებებს ძალიან ხშირად სცდება და პოლიტიკურ პროცესებში ერევა. სწორედ ამიტომ ვაფასებ მას როგორც რუსეთის გაგრძელებას. ამას აქვს კონკრეტული საფუძვლები – მილოცვა იყო კირილის მიმართ, ასევე ვერასდროს ცნო უკრაინის ავტოკეფალია. მაშინ, როცა პარლამენტში განიხილება საკითხები, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის დემოკრატიასა და პროგრესს, როგორიც არის გენდერული საკითხები, დეცენტრალიზაცია, სექსუალური განათლება სკოლებში, ამ საკითხებს საპატრიარქო პირდაპირ ეწინააღმდეგება და ერევა პოლიტიკურ პროცესებში. თან ისე, რომ ქვეყანაში პირდაპირ შეაფერხოს პროგრესი, თანასწორობა, განვითარება და ქალთა კვლა. საპატრიარქოს განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ ქვეყანაში არ არის იმისთვის, რომ პროგრესი იყოს. საპატრიარქოში რუსეთის უდიდესი გავლენებია. ისინი მტრობენ ქვეყანას, როცა ასეთ განცხადებას აკეთებენ ფემიციდზე, კირილს დაბადების დღეს ულოცავენ“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 VIDEO:ქალი ამტკიცებს, რომ უფალი იესო ქრისტეს საფლავი მთაწმინდაზეა, თავად კი თამარ მეფის სულია

🔵 მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, დღეს სასამართლოში პროცესს დაესწროს

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714060591

ახალი ამბები

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც, - ამის შესახებ ინფორმაცი...

წვიმააა

1714059682

ახალი ამბები

კახა კალაძე „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგს გამართავს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე, პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგი 20:00 საათზე არის ჩანიშნული. უცნობია რა საკითხზე ისაუბრებს პარტიის გენერალური მდივანი.

ზოგადი

1714055858

საზოგადოება

„შე ვირიშვილო, სადა ბანაობ“ - ზურა ყიფშიძე შვილიშვილს მიმართავს

მსახიობი ზურა ყიფშიძე სოციალურ ქსელში შვილიშვილს ნატალია ყიფშიძეს პოლიტიკური შეხედულებების გამო საჯაროდ აკრიტიკებს.   „ვაი მე! სადა ბანაობ? შვილო! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა,...

ზურა ყიფშიძე

1714054097

ახალი ამბები

„ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზედაც სჭირდება ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან“ - მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნა...

მამუკა მდინარაძე პოლიტიკოსი

1714052236

ახალი ამბები

მე-4 დღეა ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ

ბათუმში მე-4 დღეა ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ. 18 წლის ახალგაზრდას სამძებრო სამუშაოებში ჩართულია მყვინთავებიც. ცნობისთვის, მოზარდი ნათესავთან ერთად, ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდ...

შავ ზღვაში გაუჩინარებული მამაკაცი იპივეს