„აზერბაიჯანის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არცერთი ქვეყნის მიერ მესამე მხარის წინააღმდეგ“ - აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბრის დროს ისრაელსა და ირანს შორის არსებული ვითარება განიხილეს. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ჯეიჰუნ ბაირამოვს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ისრაელის სახელმწიფოს მიერ განხორციელებული თავდასხმისა და ამ თავდასხმის საპასუხოდ ირანის მოქმედებების შესახებ.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოხატა რეგიონში მზარდი დაძაბულობის გამო. მისივე თქმით, არსებული საკითხები უნდა მოგვარდეს დიალოგისა და დიპლომატიის გზით, საერთაშორისო სამართალთან, ნორმებსა და პრინციპებთან შესაბამისობით.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მტკიცედ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არცერთი ქვეყნის მიერ მესამე მხარის წინააღმდეგ, მათ შორის მეზობელი და მეგობარი ირანის.
ამასთან, ირანის საჰაერო სივრცის დახურვის გათვალისწინებით, ბაირამოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა უზრუნველყო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისა და ირანისთვის გადასასვლელი გზა თავისი სახმელეთო საზღვრების მეშვეობით.
1750012819
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: გარედან მართული, დაფინანსებული ადამიანები პირდაპირ დებოშს ტეხენ და ამ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სასამართლოს სისტემის რეპუტაცია იყოს შელახული
გარედან მართული, დაფინანსებული ადამიანები პირდაპირ დებოშს ტეხენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ სასამართლო დარბაზებსა და შ...
1750010425
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ტენდენცია შეიქმნა, როდესაც კონკრეტული ქვეყნების ელჩები თუ დიპლომატები, თავისი ნაბიჯებით, დუმილით რადიკალიზმის წახალისებით თვითონვე ახდენენ თავიანთი თავის დისკრედიტაციას მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“ უცხოური გრანტებით არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასა და ამ თემაზე საელჩოების ნაწილის დ...
1750009048
მსოფლიოირანული მედია: ისრაელის თავდასხმების შედეგად 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ირანში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა დაასახელეს. მედიის ინფორმაციით, იერიშების დაწყებიდან დღემდე 128 ირანელი დაიღუპა, 900-მდე კი დაშავდა. BBC წერს, რომ ამ რიცხვის გადამოწმების საშუ...
1750006623
სპორტიეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ეთერ ლიპარტელიანი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 25 წლის ძიუდოისტმა იაპონე...
1750001107
მსოფლიოუკრაინას კიდევ 1 200 დაღუპულის ცხედარი დაუბრუნდა
რუსეთმა უკრაინას კიდევ 1200 გარდაცვლილის, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები დაუბრუნა. როგორც უკრაინის სამხედრო ტყვეებთან ქცევის საკითხების საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, ცხედრებს იდენტიფიკ...