ბაჩო ოდიშარია: 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი დივერსანტები იქ არც პატივის მისაგებად და არც გლოვისთვის არ მისულან, ეს არის უსამშობლო აგენტურის მორიგი დავალების აღსრულება, რომ მოაწყონ კაკაფონია და დადგან ყალბი სურათი ოპოზიციური მედიისთვის

„9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი დივერსანტები იქ არც პატივის მისაგებად და არც გლოვისთვის არ მისულან, ეს არის უსამშობლო აგენტურის მორიგი დავალების აღსრულება, რომ მოაწყონ კაკაფონია და დადგან ყალბი სურათი ოპოზიციური მედიისთვის, თითქოს ხალხი ხელისუფლების წარმომადგენლების დანახვისას ნეგატიურ ემოციებს გამოხატავს“,- ასე ეხმიანება ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებულ მოვლენებს.

ოდიშარია რუსთაველის გამზირზე შეკრებილ დივერსანტებს “ბიოლოგიურ პარაზიტებს” უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი ქვეყნის ეროვნულ სხეულს წამლავენ.

„ეროვნული გლოვის დღეს საზოგადოების თითოეული წევრი ხდება საერთო მწუხარების ნაწილი, რაც განსაკუთრებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობას მოითხოვს. საქვეყნო გლოვის მთავარი არსი დუმილი და პატიცისცემაა. ეს არის დრო, როდესაც პირადი ინტერესები და გართობა უკანა პლანზე იწევს საერთო ტკივილის გასააზრებლად. 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი დივერსანტები იქ არც პატივის მისაგებად და არც გლოვისთვის არ მისულან, ეს არის უსამშობლო აგენტურის მორიგი დავალების აღსრულება, რომ მოაწყონ კაკაფონია და დადგან ყალბი სურათი ოპოზიციური მედიისთვის, თითქოს ხალხი ხელისუფლების წარმომადგენლების დანახვისას ნეგატიურ ემოციებს გამოხატავს. ესაა ტრაგედიის ინსტრუმენტალიზაცია, მსხვერპლთა ოჯახების და დაღუპულთა ხსოვნის შეურაცხყოფა და გლოვის ეთიკის სრული მოშლა. ეს ერთი მუჭა აკაცუკი არაა ქართული საზოგადოების ნაწილი, ესაა ბიოლოგიური პარაზიტი, რომელიც ქვეყნის ეროვნულ სხეულს წამლავს.

დიდება და მარადიული ხსოვნა გმირებს!“, - წერს ბაჩო ოდიშარია. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775724825

საზოგადოება

ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული მიმოხილვის თანახმად, 2026 წელს მსოფლიო ბანკი 5%-იან ეკონომი...

ვახტანგ ცინცაძე

1775723282

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო. 9 აპრილის მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ...

 მიხეილ ყაველაშვილ

1775723196

საზოგადოება

ირაკლი კობახიძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შე...

ირაკლი კობახიძე

1775722087

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: გერმანიის ხელისუფლება ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა, პრეზიდენტის პოზიციაზე სხვა ადამიანია და 4 ოქტომბრის გადატრიალება ვერ შედგა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ეხმაურება იმ ფაქტს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფო...

ირაკლი ქადაგიშვილი

1775721060

ახალი ამბები

9 აპრილს საქართველოში მიწისძვრა ორჯერ მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ბიძგები 9 აპრილს დილით დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ სოფელ დოჭუსთან 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრა