ბექა მიქაუტაძე: საქართველო ხდება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ შეიძენს და სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს

ხელისუფლებამ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტის საქართველოში შემოტანისა და პაციენტებისთვის ხელმისაწვდომობის მიმართულებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნულის თაობაზე საკრებულოს სხდომაზე განცხადება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა.

როგორც ბექა მიქაუტაძემ აღნიშნა, საქართველომ იტალიურ ფარმაცევტულ კომპანია „იტალფარმაკოსთან“ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური პრეპარატის, „ჯივინოსტატის“, შეძენის შესახებ ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა. შედეგად საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს, ქვეყანაში შემოიტანს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართავს.

„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიახლეა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის, რადგან პრეპარატი დაავადების პროგრესირების შენელებაზე მოქმედი ინოვაციური თერაპიაა და მისი სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა თანამედროვე მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786135808

საზოგადოება

2008 წლის აგვისტოს ომის მეთვრამეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

2008 წლის აგვისტოს ომის მეთვრამეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქ...

თავდაცვის სამინისტრო

1786135770

საზოგადოება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს...

 დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

1786135105

საზოგადოება

რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, აფხაზეთის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, აფხაზეთისა...

აფხაზეთის მთავრობ

1786134911

საზოგადოება

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა. აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამი...

 საქართველოს პარლამენტი

1786134716

საზოგადოება

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ომიდან 18 წლის თავზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ადმინის...

 პრეზიდენტის ადმინისტრაცია