ბიძინა გიორგობიანი: ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ

 ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ. სწორედ ამას ვამბობთ ჩვენ, ჩვენი პლატფორმა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა ისრაელ-ირანის დაპირისპირებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მათი პლატფორმა ამ საფრთხეებს რეალურად თვალნათლივ ხედავს.

„ამ რეგიონში ძალიან ცუდია, როდესაც სახელმწიფო რომელიმე მხარეს ხარ და ეს იწვევს ძალიან დიდ საფრთხეებს. თქვენ ხედავთ, რომ ეს სავაჭრო-სატარიფო ომი, რომელიც რამდენიმე თვე იყო მსოფლიოს პოლიტიკურ დღის წესრიგში, უცებ გადაიზარდა და გადავიდა ორ სისხლის მღვრელ კონფლიქტში - ერთი არის აღმოსავლეთ ევროპა და მეორე - ახლო აღმოსავლეთი. ეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენას მოახდენს საქართველოზე და ჩემი სურვილია, ალბათ, ყველა გონიერი ადამიანი ამის მხარეს იქნება, რომ საქართველომ და საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ერთი, აქამდე არსებული კონფლიქტთან მიმართებაში ძალიან სწორი პოზიციონირება და თავი აარიდა ამ კონფლიქტში პირდაპირ ჩარევას. ამ შემთხვევაშიც ჩვენი პოზიციონირება უნდა იყოს ანალოგიური და მე იმედი მაქვს, ამ შემთხვევაშიც მოხერხდება, რომ საქართველოს გვერდს აუვლის ეს დიდი განსაცდელი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ხალხებს თავს დაატყდათ - როგორც ირანში, ასევე - ისრაელში და მეზობელ სახელმწიფოებში.

ეს ისტორიული მტრობა, რომელიც პერიოდულად თავს იჩენს და ათწლეულებში ერთხელ მძაფრდება, გადავიდა იმ ეტაპზე, რომელსაც დღეს ვხედავთ. ლამის, საუბარია, რაღაც ატომური მუხტების გამოყენებაზე, თუმცა, ოფიციალურად არც ერთ და არც მეორე მხარეს ატომური იარაღი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ბრძოლა მიდის წესების გარეშე. დიპლომატია, ფაქტობრივად, გამოთიშულია დღევანდელ სამყაროში და არის ძალის პოლიტიკა. ამ ძალის პოლიტიკის გათვალისწინებით არ არის გამორიცხული, რომ ე.წ. ჭუჭყიანი ატომური მუხტი იხმაროს რომელიმე მხარემ“, - განაცხადა გიორგობიანმა.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს, რომ საქართველოს სიახლოვეს მიმდინარე ამ მეორე კონფლიქტის ტალღა ქვეყანაში არ შემოვიდეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749918447

ახალი ამბები

ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ 2019 წელს ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ იყვნენ

 შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ...

ვახტანგ გომელაური

1749915866

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში დასრულდებოდა და ის ზიზღის კამპანია, რასაც გარედან დაფინანსებული ფულით ეწევიან „ენჯეოს“ თანამშრომლები, რა თქმა უნდა, უნდა დასრულდეს

 ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში დასრულდებოდა და ის ზიზღის კამპანია, რასაც გარედან დაფინანსებული ფულით ეწევიან „ენჯეოს“ თანამშრომლები, რა თქმა უნდა, უნდა დასრულდ...

ლევან მაჭავარიანი

1749912610

ახალი ამბები

პროკურატურა სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებულ გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს

 „საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქ...

შემთხვევები

1749910145

ახალი ამბები

ავარია გონიოში - დაღუპულია 3 ადამიანი

 გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. ინფორმაციას „აჭარის მაუწყებელი“ ავრცელებს. დაშავებულები კლინიკა „ბიემსიში“ არიან გადაყვანილები, ხოლო გარდაცვლილთა ცხ...

პოლიცია

1749907398

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინა

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსად დავით თამაზაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ახალი ხელმძღვა...

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინა