დავით კოდუა: ომში მონაწილე თითოეული ადამიანის თავდადება, სიმამაცე და სამშობლოსადმი ერთგულება ჩვენი ეროვნული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია
ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ ომში დაღუპული კაპრალის ბადრი ბერანძის შვილთან საბა ბერანძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
„2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული მოვლენაა. სამშობლოს თავისუფლების და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას ზუგდიდიდან ოთხი კაპრალი ემსხვერპლა - ბადრი ბერანძე, დავით ჯიქია, სერგეი გოროზია და კობა სერგია.ომში მონაწილე თითოეული ადამიანის თავდადება, სიმამაცე და სამშობლოსადმი ერთგულება ჩვენი ეროვნული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია. მათი ხსოვნის პატივისცემა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა როგორც ერთმანეთის, ისე მომავალი თაობების წინაშე”, - აღნიშნა მერმა.
2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა.
1786175928
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ანწუხელიძე არის გმირი, რომელმაც თავი დადო საკუთარი სამშობლოსთვის, მოგვიანებით გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა
„ანწუხელიძე არის გმირი, რომელმაც თავი დადო საკუთარი სამშობლოსთვის, მოგვიანებით გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა, სამარცხვინო სიტყვები თქვა, თითქოს, სააკაშვილისთვის შეგინ...
1786174722
ახალი ამბებირეზო ბლიაძე: ადამიანები, რომლებიც 2008-ის მერე რუსეთში მღეროდნენ, 2022 წლიდან, ვისაც რუსეთში არასდროს უმღერია იმათ ეძახდნენ „რუსებს”…
მუსიკოსი რეზო ბლიაძე ოპოზიციის ნაწილსა და მათ მხარდამჭერ არტისტებს ორპირულ და უპრინციპო ქცევაში ადანაშაულებს. ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბოლო წლების პოლიტიკურ მოვლენებსა და კულტურის სფე...
1786173218
ახალი ამბებისაგარეო საქმეთა სამინისტრო – მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები
„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულე...
1786172211
მსოფლიოკიევის ოლქზე საჰაერო იერიშს სამი ადამიანი ემსხვერპლა
რუსულმა ძალებმა 7-8 აგვისტოს, ღამით, კიევზე და კიევის ოლქზე კომბინირებული საჰაერო იერიში განახორციელეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. „ბროვარის რაიონში სამ ადგილას სახლები დაინგრა. დაღუპულია სამ...
1786171260
ახალი ამბებისახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევით, რუსეთის ფედერ...






























