დავით ქართველიშვილი მარკო რუბიოს ორგანიზებულ ფორუმში მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობაზე: თუ ხელისუფლება მართლაც „არალეგიტიმურია“, მაშინ რატომ ზის მისი ვიცე-პრემიერი არა შემთხვევითი სტუმრის სტატუსით, არამედ როგორც სრულუფლებიანი მონაწილე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება საერთაშორისო მინისტერიალს და აღნიშნავს, რომ ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა წინააღმდეგობაში მოდის იმ ქვეყნების განცხადებებთან, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას „არალეგიტიმურად“ მოიხსენიებდნენ.

ქართველიშვილი წერს, რომ ასეთ ვითარებაში უცხოელი პოლიტიკოსები დიპლომატიური და პოლიტიკური წინააღმდეგობის წინაშე დგანან.

„წარმოიდგინეთ ამ მინისტერიალის ატმოსფერო: ერთ მაგიდასთან იკრიბებიან იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთა ნაწილიც ჯერ კიდევ გუშინ, უმაღლეს დონეზე, სერიოზულობით უყვებოდა მსოფლიოს „ქართული ხელისუფლების არალეგიტიმურობის“ შესახებ. დღეს კი, მარკო რუბიოს მოწვევით, იძულებულია, მოუსმინოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას, რომელიც ღონისძიების ოფიციალურ მონაწილეთა სიაშია შეყვანილი. გამოდის საკმაოდ სახალისო დიპლომატიური თავსატეხი: თუ ხელისუფლება მართლაც იმდენად „არალეგიტიმურია“, მაშინ რატომ ზის მისი მინისტრი და მთავრობის ვიცე-პრემიერი არა შესასვლელთან, შემთხვევითი სტუმრის სტატუსით, არამედ საერთო დარბაზში, როგორც სრულუფლებიანი მონაწილე? როგორც ჩანს, არსებობს ლეგიტიმურობის განსაკუთრებული სახეობა - საკმარისად „არალეგიტიმური“ პრესრელიზებისთვის, მაგრამ სრულიად „ლეგიტიმური“ საერთაშორისო ფორუმებისთვის. კიდევ უფრო საინტერესოა სავარაუდო დიპლომატიური ქორეოგრაფიის დაკვირვება: არ მიესალმო მაკა ბოჭორიშვილს - ნიშნავს საკუთარი წინააღმდეგობის ხაზგასმას. მიესალმო - ნიშნავს, აღიარო, რომ „არასწორი“ ხელისუფლების წარმომადგენელთან ურთიერთობა, რატომღაც, აუტანელ მორალურ ტანჯვას არ იწვევს.

პროტესტის ნიშნად დარბაზის დატოვება? მაშინ ვაშინგტონს უნდა აუხსნა, რატომ არის შენი პროტესტი მიმართული არა თბილისის, არამედ სტუმრების იმ სიის წინააღმდეგ, რომელიც ამერიკულმა მხარემ შეადგინა. ამიტომ ყველაზე მოსალოდნელი სცენარი ძველი და გამოცდილია: ფართო ფარისევლური ღიმილები, ხელის ჩამორთმევები, ერთობლივი ფოტოები და გმირული მცდელობა - ყველას დააჯერო, რომ ყველა წინა განცხადება სადღაც პარალელურ რეალობაში გაკეთდა. საბოლოოდ, დიდი ალბათობით, ვიხილავთ მორიგ მასტერკლასს პოლიტიკური აკრობატიკისა და დიპლომატიური ეკვილიბრისტიკის სფეროში. ერთი და იგივე ადამიანები ერთდროულად დაიცავენ ორ ურთიერთგამომრიცხავ თეზისს: „ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ხელისუფლების ლეგიტიმურობას“ და „სიამოვნებით ვმონაწილეობთ მასთან ერთად ერთ საერთაშორისო ფორუმში, განვიხილავთ საერთო პროექტებსა და რეგიონულ უსაფრთხოებას“. ნებისმიერი სხვა პროფესიის შემთხვევაში ამას ლოგიკურ წინააღმდეგობას დაარქმევდნენ, ან კოგნიტიურ დისონანსს. თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკაში კი ეს, რატომღაც, „პრინციპულ პოზიციად“ ითვლება. და რაც უფრო დამაჯერებლად ჟღერს ასეთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, მით უფრო იქმნება შთაბეჭდილება, რომ მსოფლიო დიპლომატიის მთავარი სპორტი უკვე დიდი ხანია არც ფეხბურთია და არც ჩოგბურთი, არამედ საკუთარი პოლიტიკური უკანალის ორ სკამზე ერთდროულად მოთავსების სინქრონული ოსტატობა“, - წერს დავით ქართველიშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786619786

ახალი ამბები

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

 საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს...

პროკურატურა

1786616050

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი – შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს, ეს არის ქართველებისა და აფხაზების შერიგების არდაშვება, მშვიდობიანი პოლიტიკის იგნორირება და ჩიხში შეყვანა

„ურთიერთობების ნორმალიზება და აღდგენა სხვანაირად როგორ წარმოუდგენიათ, თუკი არ მოხდება ბიზნესთან მიმართებით ურთიერთდამოკიდებულების შეცვლა, გარკვეული პროდუქციის შეტანა, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდ...

დავით მათიკაშვილი

1786615262

სპორტი

2 საათი დოპინგზე იყო შესული - რა მოხდა სუპერთასის მატჩის შემდეგ?

უეფას სუპერთასის მატჩი „პსჟ-სა“ და „ასტონ ვილას“ შორის საკმაოდ დაძაბული გამოდგა და პარიზელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ფრანგული გუნდის ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხე...

ხვიჩა კვარაცხელა

1786612843

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ამბიციური პროექტის განხორციელება პრაქტიკულ ფაზაში გადადის - ეს არის ჩვენი უსამშობლო მავნებლებისთვის მორიგი გამანადგურებელი ინფორმაცია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის გარშემო, ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ...

დავით ქართველიშვილი

1786611342

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი „სუხიშვილებზე“: როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ რუსეთში ჩასვლა არ არის პრობლემა და ეს მიუღებელი მხოლოდ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ხდება, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - ეს დაკვეთაა თუ ტრენდზე აყოლა?!

„სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ აგენტურული ოპოზიცია, მათთან აფილირებული NGO სექტორი და კულტურის სფეროს რიგი წარმომადგენლები ინარჩუნებდნენ რუსეთის მიმართ ნორმალურ დამოკიდ...

ლევან მაჭავარიანი