დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: დააანონსეს, რომ მოხდება სკანდალი სინოდზე, ატყდება ომი და ეპისკოპოსები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, შეიძინეს პოპკორნი და მოემზადნენ საყურებლად, არაფერია საყურებელი, ეპისკოპოსები პატრიარქისადმი სიყვარულით აგრძელებენ საქმეს

ჯერ კიდევ 2004-2005 წლებში, 20 წლის წინ მესმოდა აქა-იქ, რომ პატრიარქი მოხუცდა და ვეღარ მართავს ეკლესიას. ძალიან მიკვირდა, რომ პატრიარქზე ამას ვისმენდი, თუმცა წლების მერე მივხვდი, რომ მაშინდელი დაწყებული კამპანია იყო პატრიარქის წინააღმდეგ ის, რაც მერე ვნახეთ, ღიად დაპირისპირება და პატრიარქის ლანძღვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, დაიწყეს საპირისპიროს ლაპარაკი პატრიარქზე, რაც მას გაუკეთებია, დაბრალება ყველაფერი ანტიეროვნულის, ანტისახელმწიფოებრიობის და ა.შ.

„პარალელის გავლება ძალიან მარტივად შეიძლება 1917 წლის ბოლშევიკურ რევოლუციასთან და ბოლშევიკებთან. უღმერთოთა კავშირი არსებობდა და ისინიც იმეორებდნენ ზუსტად იმავე მესიჯბოქსს, რაც საფრანგეთის რევოლუციის დროს იყო და დღეს რასაც ვხედავთ, იგივე გამეორებაა. ეს არის დიდი ხნის ჩამოყალიბებული, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა.

მდარე სიუჟეტები კეთდება, არქმევენ ვიღაცებს თეოლოგებს, ექსპერტებს და არა უშავს, თუ ყოველ დღე ცდება ეს ექსპერტი. დააანონსეს, რომ ახლა მოხდება სკანდალი სინოდზე, რომ ატყდება აქ ომი და ეპისკოპოსები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, შეიძინეს პოპკორნი და მოემზადნენ საყურებლად. არაფერი არ არის საყურებელი, ეპისკოპოსები სიმშვიდით და ერთობის დიდი გრძნობით, პატრიარქისადმი დიდი სიყვარულით აგრძელებენ საქმეს, აგრძელებენ ეკლესიის ცხოვრებაში თავის საქმიანობას“, - აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მან ასევე ისაუბრა სინოდიდან მოკვეთილი პეტრე ცაავას შესახებაც.

„უცნაურია, რომ ყოველთვის ისეთ რაღაცაზე აპელირებენ, რომელიც ეკლესიას დააზიანებს. 2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის განჩინებაში წერია, რომ ის აღარ არის სინოდის წევრი. არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ხმის უფლება შეიძლება ბევრს უნდოდეს, მაგრამ ამის საშუალება აღარ არის მეუფე პეტრესთვის“, - განმარტა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775402405

ახალი ამბები

ტრამპი: თუ შეთანხმება არ იქნება, ირანის ნავთობს ხელში ჩავიგდებ, აშშ-მა ირანელ მომიტინგეებს იარაღი ქურთების მეშვეობით გაუგზავნა, თუმცა, ვფიქრობ, იარაღი მათ დაიტოვეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ შეთანხმება მალე არ იქნება მიღწეული, ის ირანის ნავთობის „მითვისებას“ განიხილავს. „თუ ისინი სწრაფად არ დადებენ შეთა...

ტრამპი

1775400412

ახალი ამბები

მეუფე შიო: ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენს გულებში უფლის ადგილი დაიკავოს ყველა ცოდვამ და მანკიერებამ, არამედ ვეცადოთ, დღევანდელი დღესასწაული ყოფილიყოს მაცხოვრის შემოსვლის დღე ჩვენს სულებში, რომ დღეიდან აღარ განვეშოროთ მას

ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენს გულებში უფლის ადგილი დაიკავოს ყველა ცოდვამ და მანკიერებამ, არამედ ვეცადოთ, დღევანდელი დღესასწაული ყოფილიყოს მაცხოვრის შემოსვლის დღე ჩვენს სულებში, რომ დღეიდან აღარ განვეშოროთ მ...

მიტროპოლიტი შიო

1775398344

ახალი ამბები

ნანა კაკაბაძე ოპოზიციაზე: პატრიარქის გარდაცვალებაზე ხალხის ძალის რეაგირებით დათრგუნულებმა ჯერ ელექტროენერგიის 5 თეთრით გაძვირებაზე ააგეს ხალხის დაზაფვრისკენ მიმართული პოლიტიკა, ხოლო შემდეგ „ძაღლების რევოლუციის” მოწყობა სცადეს

მათი უვიცობა იქამდე მივიდა, რომ პატრიარქის გარდაცვალებაზე ხალხის ძალის რეაგირებით დათრგუნულებმა ჯერ ელექტროენერგიის 5 თეთრით გაძვირებაზე ააგეს ხალხის დაზაფვრისკენ მიმართული პოლიტიკა, ხოლო შემდეგ „ძაღლ...

ნანა კაკაბაძე - უფლებადამცველი

1775397250

ახალი ამბები

ევროპის მასშტაბით გახშირებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აქამდე უცნობმა დაჯგუფება „აშაბ ალ-იამინმა“ აიღო

ევროპის მასშტაბით გახშირებულ თავდასხმებზე, მათ შორის ბელგიასა და ნიდერლანდებში სინაგოგებსა და საფრანგეთში ამერიკულ ბანკზე თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აქამდე უცნობმა დაჯგუფება „აშაბ ალ-იამინმა“ აიღო....

ევროპის მასშტაბი

1775395694

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ვხედავთ, რომ მავნებელი სააკაშვილი არ ისვენებს და კვლავ რაღაც დეზინფორმაციას ავრცელებს პატრიარქთან დაკავშირებით

ვხედავთ, რომ მავნებელი სააკაშვილი არ ისვენებს და კვლავ რაღაც დეზინფორმაციას ავრცელებს პატრიარქთან დაკავშირებით, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან...

ლევან მაჭავარიანი