ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და „ეფეს საქართველოს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და „ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფის“ (EBI) წარმომადგენლობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის მოხალისეობრივი პლატფორმის „ტყის მეგობარი“ ფარგლებში კორპორატიული თანამშრომლობა. მემორანდუმს ხელი ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ და სს „ლომისის“ დირექტორმა ბურჩ კურტოღლუმ მოაწერეს.
მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარი“ ტყეების დაცვის, აღდგენისა და მდგრადი მართვის აუცილებლობას და ამ პროცესებში, კერძო სექტორისა და მოხალისეების ჩართულობას ითვალისწინებს.
პარტნიორობის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს ტყის აღდგენას და მოვლას დაქვემდებარებული ფართობების შერჩევას, ტყის აღდგენის პროექტების მომზადებასა და სამუშაოების ზედამხედველობას.
„პროექტის ძირითადი მიზანია გააერთიანოს საზოგადოება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გარშემო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პლატფორმამ შემოიკრიბოს არა მხოლოდ მოხალისეთა ჯგუფები, არამედ კერძო სექტორი, მათ შორის, მსხვილი კომპანიები. „ეფეს საქართველოსთან“ თანამშრომლობის მემორანდუმიც ამის დასტურია; ვფიქრობ, მათი მხარდაჭერით ტყის აღდგენის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.
მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და UNDP-ის ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის (BIOFIN) ხელშეწყობით შეიქმნა.
„ეფეს საქართველო“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც „ტყის მეგობარს“ შემოუერთდა. კომპანიის ინიციატივით, გასულ წელს, თიანეთში ტყის აღდგენის ღონისძიებები 12 ჰა ფართობზე განხორციელდა.
1747399557
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს. სამიტის მონ...
1747399511
მსოფლიორუსული მედია: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები სტამბოლში დასრულდა, თუმცა, შესაძლოა კვლავ განახლდეს
რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებები თურქეთის ქალაქ სტამბოლში დასრულდა, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მხარეებმა შეხვედრა კვლავ განაახლონ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მოლაპარაკებე...
1747399265
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო, გერმანიის ელჩის პერიოდული თავდასხმები ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე, თავისი არსით და ფორმით ღრმად არაევროპული ქცევაა. მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი თავდასხმები შეწყდეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილო სოციალურ ქსელში გერმანიის ელჩის განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ კრიტიკის „ცუდად საუბრად" შერაცხვა არის, სწორედაც, საბჭოური და არა ევროპული აზრო...
1747393561
მსოფლიოსტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო
თურქეთის ქალაქ სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის რეზიდენციაში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში იმ...
1747392045
საზოგადოებავლადიმერ ბოჟაძე ინიციატივაზე, არჩევნები ტელეფონით ჩატარდეს: თუ ვინმეს უნდა, რომ ვინმეს დაურეკოს, დაურეკოს. ეს პრობლემა არ არის. ეს არჩევნები ვერ იქნება
თუ ვინმეს უნდა, რომ ვინმეს დაურეკოს, დაურეკოს. ეს პრობლემა არ არის, ეს არჩევნები ვერ იქნება, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდო...