გადაუდებელი სამუშაოების გამო, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
პეკინის გამზირის N37-ის მიმდებარედ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალმომარაგების ქსელზე დაგეგმილი გადაუდებელი სამუშაოების გამო, 8 აგვისტოს 00:30 საათიდან 22:00 საათამდე პეკინის გამზირის ნაწილზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვა პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ზურაბ ჟვანიას მოედნის მიმართულებით, გურამ ფანჯიკიძის ქუჩის კუთხემდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება.
„პეკინის გამზირიდან ჟვანიას მოედანზე მოხვედრას ავტომობილები შეძლებენ ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ტაშკენტის, იონა ვაკელის, ბუდაპეშტისა და ფანჯიკიძის ქუჩების გავლით.
საგზაო მოძრაობის დროებითი შეზღუდვის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარკვეული მარშრუტებიც შეიცვლება. კერძოდ, N300, N302, N349 ავტობუსები და N531 მიკროავტობუსი პეკინის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას ყაზბეგის გამზირიდან გადაადგილდებიან იონა ვაკელის, ბუდაპეშტისა და ფანჯიკიძის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც დადგენილი სქემით გააგრძელებენ მოძრაობას.
N326 ავტობუსი კონსტანტინე გამსახურდიას გამზირიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით გადაადგილებისას აღარ შევა პეკინის გამზირზე და მოძრაობას გააგრძელებს სააკაძის მოედნის მიმართულებით, რის შემდეგაც შარტავას ქუჩით დაუკავშირდება კანდელაკის ქუჩას და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს.
რაც შეეხება N534-ს, მიკროავტობუსი პეკინის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებს ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით, რის შემდეგაც ტაშკენტისა და ფანჯიკიძის ქუჩებით დაუკავშირდება ისევ პეკინის გამზირს, შემდეგ კი მოძრაობას გააგრძელებს დადგენილი სქემით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
1786135808
საზოგადოება2008 წლის აგვისტოს ომის მეთვრამეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
2008 წლის აგვისტოს ომის მეთვრამეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქ...
1786135770
საზოგადოებაოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს...
1786135105
საზოგადოებარუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, აფხაზეთის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, აფხაზეთისა...
1786134911
საზოგადოება2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა. აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამი...
1786134716
საზოგადოება2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ომიდან 18 წლის თავზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ადმინის...


























