განათლების სამინისტრო: გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა, არ შეესაბამება სიმართლეს - სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაა

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა არ შეესაბამება სიმართლეს, - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაა. ამას მოწმობს 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია.
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გაცნობებთ – გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა არ შეესაბამება სიმართლეს.
სამინისტროს სტრუქტურის ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო. შედეგად, აქამდე არსებული ინკლუზიური განვითარების სამმართველოს მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა.
აქვე მოგახსენებთ, რომ 2024 წლიდან სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდა და მას ინკლუზიური განათლების კომპონენტი დაემატა. მანდატურის სამსახურში ფუნქციონირებს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი, რომელიც ინტენსიურად მუშაობს ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ მიმდინარე და ახალ სერვისებზე, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობა და გავაუმჯობესოთ განათლების ხარისხი.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაა. ამას მოწმობს 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია.
სამინისტრო აქტიურად აგრძელებს და კიდევ უფრო აძლიერებს ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით მუშაობას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“, - ვკითხულობთ განათლების სამინისტროს განცხადებაში.
1749307458
ახალი ამბებიჯუმბერ იზორია მამუკა ხაზარაძეს: მე როცა სამშობლოს იარაღით ხელში ვიცავდი, თქვენ საცხოვრებელი სახლისა და ლუკმაპურის გარეშე ტოვებდით ჩვენს მოქალაქეებს, თქვენი განცხადება ჩხოროწყუელებისთვის არის დამამცირებელი
„ჩემთვის არ არის სიახლე ის, რომ თქვენ ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელების ინტერესები არ გაღელვებთ, მე კი ბედნიერი ვარ, რომ მთელი ცხოვრება ჩხოროწყუს სიყვარულს და ჩხოროწყუელებს მივუძღვენი. ვიყავი მე-9 მოწვევის პ...
1749304987
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი ნაჩო სანჩესის განცხადებაზე: საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და მის გარშემო საინფორმაციო დღის წესრიგი დგება
საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და მის გარშემო საინფორმაციო დღის წესრიგი დგება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ...
1749300924
საზოგადოებამაჭავარიანი: როგორც ჩანს, ინსტრუქციები წამოსულია, დაავალეს, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა - გარე უფროსები ფსონს კონკრეტულად „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე დებენ
როგორც ჩანს, ინსტრუქციები წამოსულია. დაავალეს, რომ მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა. მათი გარე უფროსების მხრიდან გათვლა სწორია, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ამ შემთხვევაში ფსონს დებენ კონკრეტულად „ლე...
1749297422
საზოგადოებალევან მაჭავარიანი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობაზე: არავინ არავის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ ჩვენს საქმეებში რატომ ერევიან?
არავინ არავის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ ჩვენს საქმეებში რატომ ერევიან? - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმ...
1749295857
სპორტიESPN-მა სეზონის საუკეთესო ვინგერები დაასახელა - კვარაცხელია ათეულშია
ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ვინგერების ტოპ 10 შეადგინა, რომელშიც მე-7 ადგილს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იკავებს....