გეკა გელაძე: მადლობა იმისთვის, რომ ერთი 1 წლის წინ გამომიცხადეთ ნდობა და წარმადგინეთ ამ პოზიციაზე, თქვენი მხარდაჭერით, ყოველდღიური ჩართულობით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა
პრემიერ-მინისტრმა ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გეკა გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა სამართალდამცავი უწყებების როლს სახელმწიფოს სიძლიერესა და სიმტკიცეში და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
გეკა გელაძემ პრემიერ-მინისტრს და მმართველ გუნდს, მუშაობის პერიოდში გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მოგესალმებით ბატონო პრემიერო, ბატონო მინისტრო, კოლეგებო. მინდა პირველ რიგში დავიწყო მადლობით. ბატონო პრემიერო, მადლობა იმისთვის, რომ 1 წლის წინ მე გამომიცხადეთ ნდობა და წარმადგინეთ ამ პოზიციაზე. თქვენი მხარდაჭერით ყოველდღიური ჩართულობით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რომელიც შედეგზე იყო ორიენტირებული როგორც ინსტიტუციურად, ისე ყველა მიმართულებით ამ ადამიანებთან ერთად, რომლებიც აქ სხედან, ამ გუნდთან ერთად და მადლობა თითოეულ თქვენგანს.
ამ ერთი წლის განმავლობაში ერთი ადამიანი ბუნებრივია ვერ შეძლებდა იმ მიღწევებს, რომელზეც ბატონმა პრემიერმა ისაუბრა და თქვენი და თითოეული თქვენი თანამშრომლის მხრიდან, აქტიური ჩართულობით მივაღწიეთ იმას, რაც დღეს გვაქვს და ამისთვის დიდი მადლობა. იცით, რომ ეს არის ძალიან ძლიერი ოჯახი. ეს ინსტიტუციაა, რომელსაც აქვს თავისი ცხოვრების წესი, თავისი კულტურა და მინდა ბატონ სულხანს მადლობა გადავუხადო - აჭარის რეგიონში ყოველდღიურად გვქონდა ჩვენ კომუნიკაცია იმ საქმიანობისთვის, რომელიც მან განახორციელა.
მინდა წარმატებები ვუსურვო - ის არის განსაკუთრებული ადამიანი, ძლიერი ადამიანი, ღირსეული პოლიციელი და მე მეამაყება, რომ ჩვენ ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვართ და ორმაგად ბედნიერი ვარ, როდესაც ის ჩაუდგა სათავეში ამ ინსტიტუციას და თქვენთან ერთად კიდევ უფრო მეტ შედეგს მიაღწევს. წარმატებები და მადლობა ყველაფრისთვის“, - განაცხადა გეკა გელაძემ.
1776953657
საზოგადოებაირაკლი ხელაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: ჩვენი მხრიდან რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს. პირველ რიგში, მას აქვს დიპლომატიური მისია საქართველოში
„ჩვენი მხრიდან რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს. პირველ რიგში, მას აქვს დიპლომატიური მისია საქართველოში“, - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდ...
1776952875
საზოგადოებაევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი საქართველოს დელეგაციაზე: ვფიქრობ, რომ აქ ყველა უნდა იყოს, საუბარი აუცილებლად უნდა იყოს, არ მომწონს ვინმეს გამორიცხვა, საჭიროა დიალოგი, საჭიროა საუბარი
„ვფიქრობ, რომ აქ ყველა უნდა იყოს, რადგან ჩვენ გვჭირდება საუბარი, ჩვენ გვჭირდება დიალოგი. ისლანდიას სჭირდება საუბარი საქართველოსთან. საქართველოს სჭირდება საუბარი ისლანდიასთან. ასე ვუყურებ ამ საკითხს“,...
1776952542
ახალი ამბებიმანუჩარ გოგოხიამ ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიგო
მონაწილეებმა დაასრულეს პირველი მოძრაობა – ატაცში ბრიჯაოს მედალი მანუჩარ გოგოხიამ მოიგო. მან 166 კგ ასწია. ამავე წონაში ატაცის შემდეგ მეხუთეა ზურაბ მსხალაძე, რომელმაც 163 კგ დააფიქსირა. პირველია მოლდოვ...
1776951464
ახალი ამბებიპრემიერი: ზურაბ პატარაძე იქნება ძალიან გამორჩეული, ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის ეს ულამაზესი მხარე ახალ და ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ჩვენი ქვეყნის ულამაზესი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე და საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, ძალიან მნიშვნელოვანია, საიმედო ხელში იყოს ამ მხარის მართვის საქმე, -...
1776951358
ახალი ამბებიზურაბ პატარაძე: ყველაფერს გავაკეთებ ჩემი კუთხის, ჩემი მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს. ზურაბ პატარიძემ ხელისუფლების წარმომადგენლებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და ა...



























