გიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენ ვაპირებთ, რომ ის კანონები, რომლებიც მივიღეთ, ბოლომდე დავიცვათ და დავიცვათ შესაბამისად საქართველოს ინტერესები

დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ეს ხალხი პირდაპირ გთხოვს გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი, ანუ აღარ ვიცოდეთ ვინ აფინანსებს რევოლუციებს საქართველოში, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე ევროკავშირის ულტიმატუმს კანონების გაუქმებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მმართველი გუნდი გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ ის კანონები, რომლებიც მივიღეთ და რომლებიც ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ბოლომდე დავიცვათ და დავიცვათ შესაბამისად საქართველოს ინტერესები. აქედან გამომდინარე, თუკი ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადის ოჯახური ღირებულების დაცვაზე და გამჭვირვალობის კანონზე, ჩვენ არ ვაპირებთ ამ ყველაფრის გატარებას, უფრო მეტიც, ვიმუშავებთ იმაზე, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული“, - აცხადებს ჩაკვეტაძე.
ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს. მათ შორის ევროკავშირი ითხოვს გაუქმდეს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა.
1752934927
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: 31 აგვისტო იქნება თუ სხვა თარიღი, იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნების“ ეროვნული ხელისუფლებაა ქვეყნის მართვის სადავეებთან, არავითარი კომპრომისი არ იქნება იმ საკითხებზე, რომლებიც არის კავშირში ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღესთან
პირდაპირ არის დაფუძნებული ვიღაცის სურვილებზე, ვიღაცის გემოვნებაზე, რომ როგორც უნდათ ამ ბუნდოვანი კრიტერიუმების საფუძველზე დაიწყონ შანტაჟი იმ ხელისუფლებისა, რომელიც არ არის მათი დავალებების შემსრულებე...
1752932421
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია სახელმწიფო კამერული გუნდისა და ანსამბლ „ბასიანის“ მოსმენას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია რუსთაველის სახელობის მცირე დარბაზში გამართულ სახელმწიფო კამერული გუნდისა და ანსამბლ "ბასიანის" მოსმენას დაესწრო. ღონისძიებაზე შესრ...
1752929603
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალია და კურსი უნდა შევცვალოთ - როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტის განცხადებას გამოეხმაურა. „შარშან გვეუბნებოდნენ, ევ...
1752927308
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი და გივი მიქანაძე სახელმწიფო კოლეჯების დირექტორებს შეხვდნენ
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების დირექტ...
1752925230
ახალი ამბებილაშა გეგეჭკორი: ევროპარლამენტი ამბობს რომ საქართველოს, 1 200 000 მოქალაქე, ვინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” ხმა მისცა - „ხალხი არ არის” და ის დგას მხოლოდ ხალხის იმ ნაწილთან, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს
ჟურნალისტი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ევრობიუროკრატთა მხრიდან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შანტაჟს ეხმიანება და აღნიშნავს „ევროპარლამენტი ამბობს რომ საქართველოს, 1 200 000 მოქალაქე, ვინც 2024 წლის...