გიორგი გაბუნია: აშშ-ის საიმიგრაციო ვიზების შეჩერებაზე სპეკულაციები არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, 75 ქვეყანაზე მიიღეს გადაწყვეტილება და ეს არის აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკის ნაწილი

„ეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი საგარეო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც 75 ქვეყანასთან მიმართებით მიიღეს“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ საიმიგრაციო ვიზების შეჩერებაზე საუბრისას.

გაბუნიას თქმით, იყო მცდელობა, ეს საკითხი წარმოეჩინათ ისე, რომ საქართველოსთან მიმართებით იყო მიღებული გადაწყვეტილება.

„აღნიშნული სპეკულაციები არის სრული სიცრუე, ემსახურება საზოგადოების დამძიმებას და შეცდომაში შეყვანას. 75 ქვეყანასთან მიმართებით მიიღეს გადაწყვეტილება და ეს არის აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკის ნაწილი. მათ აქვთ საკუთარი მიდგომები და დამოკიდებულებები. ეს საკითხი არ ეხება ტურისტულ ვიზებს და უფრო საიმიგრაციო მიმართულებით არის მიღებული გადაწყვეტილება.

საკითხის წარმოჩენა ისე, თითქოს ეს მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, არის სრული სიცრუე და ემსახურება მხოლოდ იმას, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ამასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, ასევე აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში დამატებით განცხადება, სადაც ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დეტალებზეა საუბარი“,- აღნიშნა გიორგი გაბუნიამ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768485009

საზოგადოება

გიორგი გაბუნია: ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა ზომას, იმისთვის რომ BBC-მ მოიხადოს ბოდიში არამარტო ხელისუფლების წინაშე, არამედ ქართველი ხალხისა და საქართველოს წინაშე

ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, პირველ რიგში არც BBC-ს და არც მის უფროსებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს აბსოლუტურად ყველა სამართლებრივ ბერკეტს და მიიღებს ყველა ზომას, იმისთვის რომ ამ სიბინძურეს...

 გიორგი გაბუნია მზია ამაღლობელზე

1768483699

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვქმნით პირობებს, სადაც ინვესტიცია, ინოვაცია და მაღალი სტანდარტები ერთმანეთთან თანხვედრაშია, ხოლო სახელმწიფო მოქმედებს როგორც სტაბილურობისა და სამართლიანი წესების გარანტი

„საქართველოს ეკონომიკის და კონკრეტულად, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის სწრაფმა განვითარებამ მოგვცა შესაძლებლობა, ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ავიაკომპანიები, დაგვემატოს ახალი ავიარეისები, მნიშვნელოვნად გ...

 ირაკლი კობახიძე

1768483486

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: აეროპორტის გაფართოების მნიშვნელობა კიდევ უფრო ნათლად იკვეთება იმ ფონზე, როდესაც 2025 წელი საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებისთვის რეკორდული იყო - განხორციელდა 5,5 მილიონი ტურისტული ვიზიტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელსაც ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს, - ამის შესახებ...

ირაკლი კობახიძე

1768483433

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: აეროპორტის გაფართოებისთვის განხორციელდება 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც მის გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის და ამასთან ერთად, მგზავრთა მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს

„დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ფრანგულ კომპანია Groupe ADP-სთან ხელს ვაწერთ ხელშეკრულებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების შესახებ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირ...

ირაკლი კობახიძე

1768483120

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე - მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ „ბიბისი“ აღიარებს თავის შეცდომას და ბოდიშს მოიხდის, „ქართული ოცნება“ ყოველთვის შეეცდება საკუთარი სიმართლის გატანას

„ქართული ოცნება“ ინტერესებს ყველა დონეზე დაიცავს „ბიბისის“ მიერ არაზუსტი, პოლიტიკურად ანგაჟირებული ინფორმაციის გავრცელებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმ...

არჩილ გორდულაძე