გიორგი გაბუნია: ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომ წინასაარჩევნო პროცესი მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს

ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომ წინასაარჩევნო პროცესი მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს. ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს შესაძლებლობა ექნება წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს, შეხვდეს მოსახლეობას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები ყოველდღიურად ათეულობით შეხვედრას ატარებენ, საზოგადოებას ხვდებიან.

„ჩვენ ძალიან კარგი მოლოდინები გვაქვს. „ქართულ ოცნებას“ აქვს გაცილებით უფრო მყარი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ვიდრე ეს იყო საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ პირველივე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ.

რაც შეეხება რადიკალების გეგმებს, მათი გეგმები არის დესტრუქცია. მათ იციან, რომ არანაირი შანსი იმისა, რომ დემოკრატიული გზით ხელისუფლებაში მოვიდნენ, არ აქვთ. ყველანაირად ცდილობენ, რომ სიტუაცია დამძიმდეს, მოხდეს არეულობა და სამოქალაქო დაპირისპირება. “, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757261574

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს მთავრობა საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ულოცავენ. საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი 3:0 დაამარცხა.

ირაკლი კობახიძე

1757260350

საზოგადოება

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ულოცავს. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში, საქართველო ბულგარეთს შ...

მიხეილ ყაველაშვილჯ

1757258031

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: გილოცავთ, საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალშია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს. იგი სოციალურ ქსელში მისალოც ქარდს აქვეყნებს. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკ...

შალვა პაპუაშვილი

1757257956

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველოს ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალშია!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს მთავრობა კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ულოცავენ. „საქართველოს ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალშია!“, - წერს ირაკლი...

ირაკლი კობახიძე

1757257357

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი 3:0 დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში, საქართველო ბულგარეთს შეხვდა და 3:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიკა გაგნიძემ გაიტანეს, ხოლო მეორე ნახევარში თავი გ...

საქართველოს ნაკრებ