გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიას საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა აინტერესებს და არა ქართული საზოგადოება - ქვეყანაში მათი ინტერესების გამტარი ხელისუფლება სურთ, რათა შუა დერეფანზე კონტროლი მოიპოვონ

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ბრიუსელს საქართველოში ეროვნული ხელისუფლების ნაცვლად საკუთარი ინტერესების გამტარი ხელისუფლების ხილვა სურს, რათა აზიის ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი შუა დერეფნის საკითხები ევროკომისიასთან შეათანხმონ.

მისი შეფასებით, საერთაშორისო ურთიერთობებში დიპლომატია უკანა პლანზეა გადაწეული და პროცესები ძალის დემონსტრირებაზეა ორიენტირებული.

დეპუტატის განცხადებით, საქართველომ უნდა გააგრძელოს პრაგმატული პოლიტიკა, შეინარჩუნოს მშვიდობა და არსებული კურსის თანმიმდევრული გაგრძელებით შუა დერეფნის შესაძლებლობები გამოიყენოს.

„გეოგრაფიულად საქართველო უმნიშვნელოვანეს შუა დერეფნის როლს ასრულებს, რაც ბრიუსელმა კარგად იცის. მათ საქართველოში სურთ არა ეროვნული, არამედ საკუთარი ხელით დასმული ხელისუფლება, რათა აზიის ქვეყნები, მათ შორის ჩინეთიც, საქართველოს ხელისუფლების ნაცვლად ევროკომისიასთან მიდიოდნენ და მათთან ათანხმებდნენ რა და როგორ გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე. მათ აინტერესებთ მხოლოდ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა და არა ქართველი ხალხი. პირდაპირ თქვეს - სააკაშვილი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ომს დაიწყებდაო. და კარგად ვიცით, სააკაშვილი ვისი ინტერესების გამტარია. ვხედავთ, როგორ შეიცვალა ურთიერთობების ფორმატი - დიპლომატია გვერდზეა გადადებული და ყველაფერი პირდაპირ ძალმომრეობაზე გადის - ვის მეტი ძალა ექნება, ვინ გაატარებს ევროსაბჭოს პოლიტიკას ბოლომდე და ა.შ. ბუნებრივია, საქართველომ უნდა გააგრძელოს პრაგმატული პოლიტიკა და შეინარჩუნოს მშვიდობა, რასაც ეკონომიკური აღმავლობა მოსდევს - ეს არის ყველაზე სწორი გზა. ევროპარლამენტარებს კი, არ გაუჭირდებათ აქ ჩამოსვლა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ხელის ისე ჩამორთმევა, თითქოს არაფერი ყოფილა. ჩვენ სწორი პოლიტიკისა და საზოგადოების სწორად ინფორმირების ფონზე უნდა შევძლოთ კურსის ბოლომდე შენარჩუნება, რათა გავიდეთ ბოლოში, რასაც შუა დერეფანი ჰქვია,” - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793166105

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში ჰანს კლუგეს მიწვევით გამართულ შეხვედრას დაესწრო

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, კოპენჰაგენში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიაში მონაწილეობს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამი...

მიხეილ სარჯველაძე

1793163690

ახალი ამბები

გია ვოლსკი თამარ ჩერგოლეიშვილისა და ეკა გიგაურის დაპირისპირებაზე: არათუ ერთნი იყვნენ, დღესაც ერთნი არიან, უბრალოდ ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვის უფრო მეტი საშუალება გააჩნია, რომ ქვეყანას ზარალი მიაყენოს

„არათუ ერთნი იყვნენ, დღესაც ერთნი არიან, უბრალოდ ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვის უფრო მეტი საშუალება გააჩნია, რომ ქვეყანას ზარალი მიაყენოს“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სოციალურ ქს...

გია ვოლსკი

1793163137

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 ოქტომბერს საქართველოში

28 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +27 და ღამით +20 გრადუსია მოსალოდნელი. მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზე იქნება...

ამინდი, შემოდგომა, წვიმა

1793134632

მსოფლიო

ტრამპი კონგრესში შუალედური არჩევნების შედეგების აღიარებაზე: ვცნობ, თუ ეს პატიოსანი არჩევნები იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ შუალედური არჩევნების შედეგებს იმ შემთხვევაში ცნობს, თუ ისინი „პატიოსანი“ იქნება. „ვცნობ, თუ ეს პატიოსანი არჩევნები იქნება, დიახ“, - განუცხად...

 ტრამპი ტრამპი

1793133384

მსოფლიო

ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ნეთანიაჰუს პარტიამ ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა, თუმცა არცერთ პოლიტიკურ ბლოკს მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი უმრავლესობა არ გააჩნია

ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, სამშაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ ხმების ყველაზე მეტი...

ისრაელი ისრაელი