ირაკლი ჭეიშვილი: ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ბიუროკრატთა ხელში, რისი გამოყენებაც უნდათ ჩვენს წინააღმდეგ, რომ შემდეგ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი აგენტურა, რათა მეორე დღესვე გააჩაღონ ომი რუსეთთან და გახსნან მეორე ფრონტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჭეიშვილი ევრობიუროკრატთა მხრიდან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შანტაჟს ეხმიანება.
ჭეიშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ჩინოვნიკთა ხელში, რისი გამოყენებაც მათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ სურთ, რათა შემდეგ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი აგენტურა, რომ მეორე დღესვე გააჩაღონ ომი რუსეთთან და გახსნან მეორე ფრონტი.
„ამ ყველაფრის ქვეტექსტი არის ის, რომ რაც შეიძლება მალე შეცვალონ საქართველოს ხელისუფლება, ეს იქნება რევოლუციური სცენარი, თუ შანტაჟის ენა. ახლა ეს მაქსიმალურად ბოლო ბერკეტი რისი გამოყენებაც უნდათ ჩვენს წინააღმდეგ, რომ შემდეგ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი აგენტურა და მეორე დღესვე გააჩაღონ ომის რუსეთთან, გახსნან მეორე ფრონტი, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ და არ ვაპირებთ უკან არცერთი ნაბიჯის გადადგმას. ამაზე კონკრეტულად უპასუხა პრემიერ-მინისტრმა. ევროკომისია გამოქვეყნებული კანონით ითხოვს „გამჭვირვალობის“ კანონის უკან გაწვევას და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ კანონის გაუქმებას, ამაზე გააკეთა პრემიერ-მინისტრმა კომენტარი, ყველა თანხა შემომავალი უცხოური, თუ ქართული უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე. რაც შეეხება „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონს აქ ჩვენი ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში ამ იდეებსა და ტრადიციებზე დგას და მასზეა დაფუძნებული“, - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.
1752923438
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: ეროვნულ ხელისუფლებაზე შანტაჟით ევროპელმა ბიუროკრატებმა დაიწყეს მუშაობა გეგმაზე, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების ჩანაცვლებას აგენტურული ძალებით, მათი დავალებების უპირობო შემსრულებლებით
„უპრეცედენტო მასშტაბი შეიძინა ევროპელი ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართულ საზოგადოებაზე თავდასხმამ და შანტაჟის დიაპაზონი სულ უფრო და უფრო ფართოვდება“,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხ...
1752921324
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენ ვაპირებთ, რომ ის კანონები, რომლებიც მივიღეთ, ბოლომდე დავიცვათ და დავიცვათ შესაბამისად საქართველოს ინტერესები
დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ეს ხალხი პირდაპირ გთხოვს გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი, ანუ აღარ ვიცოდეთ ვინ აფინანსებს რევოლუციებს საქართველოში, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერების...
1752919954
მსოფლიოშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება“ მოითხოვა - ის დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა. „გუშინ, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „უსამართლოდ დაკავებულების გ...
1752919882
მსოფლიოაშშ-ში კაცი მრტ-ს აპარატმა მოკლა
აშშ-ში კაცი ნებართვის გარეშე შევიდა კაბინეტში, სადაც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი იყო განთავსებული. აპარატი ჩართული იყო. კაცს კისერზე დიდი ჯაჭვი ეკეთა და აპარატის მაგნიტმა ის მაშინვე მიიზი...
1752915725
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: უარი განვაცხადეთ რომ საქართველო გამოეყენებინათ პროქსი ომში, როგორც სატელიტი სახელმწიფო, მას შემდეგ არის მუდმივი მცდელობები, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ რადიკალური ოპოზიციით, ვინც ნებისმიერ დავალებას შეასრულებს
„ჩვენ უარი განვაცხადეთ, რომ საქართველო ყოფილიყო გამოყენებული პროქსი ომში როგორც სატელიტი სახელმწიფო. ეს რა თქმა უნდა ევრობიუროკრატებმა, არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველებმა ვერ გვაპატიეს“, - განაცხ...