ირაკლი კირცხალია: მიიღება თუ არა პარლამენტის მიერ რაიმე კანონი, ლომჯარია-გიგაურები, 300-კაციანი ჯგუფის ასმეთაურები სხდებიან თავიანთ გარე პატრონებთან ერთად და მსჯელობენ, რა ქმედება დაუპირისპირონ
„მიიღება თუ არა [პარლამენტის მიერ] რაიმე კანონი, ლომჯარია-გიგაურები, ამ 300-კაციანი ჯგუფის ასმეთაურები სხდებიან თავიანთ გარე პატრონებთან ერთად და მსჯელობენ, რა ქმედება დაუპირისპირონ ამა თუ იმ კანონს. ამის უფლებას ვერ მივცემთ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „იმედი LIVE“-ში.
წამყვანმა ჰკითხა, რას უპასუხებს ოპონენტებს, რომლებიც „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონს დრაკონულ კანონად მოიხსენიებენ და აპირებენ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ ამასთან დაკავშირებით.
„მიმართონ, დაველოდოთ სტრასბურგის გადაწყვეტილებას. ნებისმიერი კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში შედის, რომელიც დაინიციირდა, რომელსაც დავაინიიცირებთ, ძალიან სერიოზულ გზას გადის, მსჯელობას, დადარებას საერთაშორისო სამართალთან. ეს მათი უფლებაა, რომ [სტრასბურგში] წაიღონ. ბევრი გვინახავს ხმამაღალი განცხადება სტრასბურგში წაღების, მაგრამ შემდეგ მათივე პროპაგანდისტულ მედიას საერთოდ გაუქრია ეს განცხადება. ეს [ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“] კანონი უზრუნველყოფს დემონსტრანტებისა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და აქ არის სწორი ბალანსი დასაცავი.
ვხედავთ, დადასტურებულად, 300-კაციანი დაფინანსებული ჯგუფი როგორ ძალადობს მილიონზე მეტ ჩვენს მოქალაქეზე დედაქალაქში. მიიღება თუ არა [პარლამენტის მიერ] რაიმე კანონი, ლომჯარია-გიგაურები, ამ 300-კაციანი ჯგუფის ასმეთაურები სხდებიან თავიანთ გარე პატრონებთან ერთად და მსჯელობენ, რა ქმედება დაუპირისპირონ ამა, თუ იმ კანონს. ამის უფლებას ვერ მივცემთ“, - აღნიშნა კირცხალიამ.
1773084636
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ერთადერთი სწორი გზა არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარება
ერთადერთი სწორი გზა, როგორც ჩვენ ვხედავთ, არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარება, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ი...
1773082779
მსოფლიო„დემოკრატი“ სენატორების განცხადება: დამოუკიდებელი ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ ირანში გოგონათა სკოლაზე დარტყმა შესაძლოა აშშ-ის ძალების მიერ ყოფილიყო განხორციელებული - ეს ინციდენტი მიუკერძოებლად უნდა იყოს შესწავლილი
აშშ-ის წამყვანმა სენატორებმა „დემოკრატიული“ პარტიიდან მოითხოვეს გამოძიება სამხრეთ ირანში მდებარე გოგონათა სკოლაზე განხორციელებული დარტყმის შესახებ. მათი განცხადებით, პენტაგონმა „ამომწურავი პასუხები უნ...
1773081345
საზოგადოებასაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს სარწყავი წყლით მომსახურების დავალიანება ჩამოეწერება
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული განკარგულების მიხედვით, 1 აპრილიდან საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირების წესი ამოქმედდება. „საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, განსაკუთ...
1773079924
საზოგადოებავახტანგ თოფურია: ორი კვირის წინ, ევროკომისიამ უკრაინას შეახსენა თავისი ვალდებულებები - დღეს გავიგეთ, რომ პრაიდი ორჯერ გაიმართება და უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ორი მამაკაცისგან შემდგარი წყვილი ოჯახად აღიარა
სულ რაღაც ორი კვირის წინ, ევროკომისიამ უკრაინას წერილი გაუგზავნა, რომელშიც შეახსენა მას თავისი ვალდებულებები, - წერს ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, X-ზე. მისი განცხადებით, ამ წერილიდან მალევე, საზოგადო...
1773078942
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე ბაჩო ახალაიას განცხადებაზე: „ნაცი“ რომ თავის ნაცობას არ მოიშლის, საზოგადოება ამაში ყოველდღიურად რწმუნდება
ბაჩო ახალაიას განცხადებას არჩილ გორდულაძე აფასებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ნაცი“ ნაცობას არ მოიშლის. „როგორც არჩევნების შედეგად მათ ათჯერ აქვთ უარი ნათქვამი ქართველი ხალ...


























