ირაკლი კირცხალია: რამ გამოიწვია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა? სწორმა, პრაგმატულმა, გააზრებულმა, ცივი გონებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რასაც ერქვა - სამშვიდობო პოლიტიკა

ყველა საერთაშორისო შემფასებლის დასკვნით და პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღია და ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს.
საქართველო ავანგარდშია ისეთ საერთაშორისო ავტორიტეტული ფინანსური ორგანიზაციის ანგარიშებშიც, როგორიცაა მსოფლიო ბანკი.
გარდა ეკონომიკისა, საქართველოს პროგრესი ყველა მიმართულებით აქვს.
The Economist კი წერს, რომ საქართველოში ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით ცხოვრების სტანდარტი უკეთესია, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ბალტიისპირეთის გამოკლებით.
„ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2025 წლის ინდექში საქართველო ხანგრძლივი პროგრესის მქონე ქვეყნებს შორისაა. კეთილდღეობის ინდექსში ქვეყანამ საკუთარი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირა და 12 წლიანი გაუმჯობესებით (2013-2024) მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ინდექსით, საქართველო მსოფლიოს 50 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა, ხოლო 11-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში და ევროპაში პირველია.
სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო რეგიონში ლიდერია, უსწრებს ყველა მეზობელ სახელმწიფოს, ასევე, ევროკავშირისა და ნატოს წევრ რამდენიმე ქვეყანას.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რამ გამოიწვია საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.
„როდესაც არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპის წამყვან ქვეყნებში, წლიდან წლამდე სტაგნაცია იყო ეკონომიკური კუთხით, ჩვენთან იყო საშუალოდ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? გამოიწვია ყველაზე მთავარმა - სწორმა, პრაგმატულმა, გააზრებულმა, ცივი გონებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რასაც ერქვა - სამშვიდობო პოლიტიკა“, - აღნიშნავს კირცხალია.
1751825381
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ოპონენტებს აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკურ ზრდაზე ამბობდნენ, რომ გვექნებოდა მინუსი და არის 9,8%, ამ კამპანიებმა შედეგი ვერ გამოიღო
ჩვენს ოპონენტებს ძალიან აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, ერთ-ერთი ექსპერტი აცხადებდა, რომ ჩვენ გვექნებოდა ორნიშნა ინფლაცია ქვეყანაში, მაშინ, როდესაც გვაქვს სტანდარტული მაჩვენებელი ამ კუთხით, - ამის შე...
1751823532
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი პრეზიდენტის ინიციატივაზე: თუ ამაზე უარს იტყვიან, ჩვენი საფუძვლიანი ეჭვი გამყარდება, რომ ისინი თავისი ფეხით იმიტომ შედიან ციხეში, ეშინიათ იმ შედეგის, რაც დაუდგებათ 4 ოქტომბრის არჩევნებზე
„თუ ამაზე ისინი უარს იტყვიან, ამ შემთხვევაში, ჩვენი საფუძვლიანი ეჭვი გამყარდება, რომ ისინი თავისი ფეხით იმიტომ შედიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ეშინიათ იმ შედეგის, რა შედეგიც მათ დაუდგებათ 4 ოქ...
1751821980
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საპარლამენტო არჩევნების წინ ჩვენ ვნახეთ ევროპელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც ჩართულები იყვნენ წინასაარჩევნო კამპანიაში, ეს იყო ანომალია
„თუკი მანამდე ყველა გვირჩევდა, რომ უნდა გვქონოდა სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, თურმე დადგა მომენტი, როდესაც ერთადერთი მოლოდინი, რაც ჩვენგან ჰქონდათ, ეს იყო ესკალაცია რუსეთთან იმ პირობებში, როდესაც...
1751819792
მსოფლიოთურქეთის ზოოპარკიდან ლომი გაიქცა და მძინარე კაცს თავს დაესხა
სამხრეთ თურქეთში, ზოოპარკიდან გაქცეული ლომის თავდასხმის შედეგად ფერმერი მძიმედ დაშავდა. მედიის ცნობით, ხმელთაშუა ზღვის კურორტ მანავგატში, ზოოპარკიდან, ღამით, მამალი ლომი, სახელად ზევსი, გალიიდან გაიქც...
1751817540
ახალი ამბებიბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე „ზარალა“ დააკავეს
ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს. ინფორმაცია „იმედინიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს. დადასტურებული ინფორმაციით, შსს-მ კომპანია „სილქნეთის" მფლობელი, ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი იგივე „ზარალა" დააკავა. და...