ირაკლი კირცხალია: რომელ აშშ-ს ჩარევაზე საუბრობენ, ჩარევა არის რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოებიდან მაღალი თანამდებობის პირები ანტისამთავრობო მიტინგებზე რომ გვედგნენ
„რომელ აშშ-ს ჩარევაზე საუბრობენ, ჩარევა არის რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოებიდან მაღალი თანამდებობის პირები ანტისამთავრობო მიტინგებზე რომ გვედგნენ, ჩარევა არის ევროკავშირის და სხვადასხვა ქვეყნების ელჩები წინასაარჩევნო კამპანიაში რომ იყვნენ ნაცმოძრაობასთან ერთად ჩართული“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ აშშ-ს კრიტიკის პასუხად ევრობიუროკრატების მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.
მისივე განცხადებით, საქართველო დღევანდელი ევრობიუროკრატიისთვის არაფრის მტკიცებას აპირებს.
„მათ უნდათ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს პროქსი სახელმწიფო, ჩვენი ხელისუფლება იყოს მათი მარიონეტი, ჩვენი ხელისუფლება იყოს მათთან მონურ მორჩილებაში, რომ რასაც იტყვიან - შენ წახვალ, ჩაერთვები ომში, შენ ამას კითხვის გარეშე უნდა დაემორჩილო, მიიღებ კანონს უნდა მიიღო, გამოიწვევ ამ კანონს უნდა გამოიწვიო. არ აინტერესებთ არც სტრასბურგის გადაწყვეტილება, არც ქვეყნის რეიტინგი, ისინი გეუბნებიან ჩვენ ამას ვაღიარებთ ჩვენ თუ ეს მოგვინდა, დღეს ეს არ უნდა. სწორედ ასეთი მიდგომებზე მიუთითებს ბატონი ტრამპი”, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მიაჩნია, რომ ბრიუსელმა კარგად იცის საქმე რომელსაც საქართველო აკეთებს, თუმცა ამის დანახვა არ უნდა.
„რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპის შეფასებას ევროკავშირის მიმართ, არანაირი საფუძველი არ გვაქვს ამაში ეჭვი შევიტანოთ, იმიტომ რომ ეს ჩვენ ჩვენს თავზე გამოვცადეთ, ახლაც ვცდით ამ უტიფარ განცხადებებს”, - განაცხადა კირცხალიამ.
1773084636
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ერთადერთი სწორი გზა არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარება
ერთადერთი სწორი გზა, როგორც ჩვენ ვხედავთ, არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარება, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ი...
1773082779
მსოფლიო„დემოკრატი“ სენატორების განცხადება: დამოუკიდებელი ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ ირანში გოგონათა სკოლაზე დარტყმა შესაძლოა აშშ-ის ძალების მიერ ყოფილიყო განხორციელებული - ეს ინციდენტი მიუკერძოებლად უნდა იყოს შესწავლილი
აშშ-ის წამყვანმა სენატორებმა „დემოკრატიული“ პარტიიდან მოითხოვეს გამოძიება სამხრეთ ირანში მდებარე გოგონათა სკოლაზე განხორციელებული დარტყმის შესახებ. მათი განცხადებით, პენტაგონმა „ამომწურავი პასუხები უნ...
1773081345
საზოგადოებასაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს სარწყავი წყლით მომსახურების დავალიანება ჩამოეწერება
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული განკარგულების მიხედვით, 1 აპრილიდან საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირების წესი ამოქმედდება. „საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, განსაკუთ...
1773079924
საზოგადოებავახტანგ თოფურია: ორი კვირის წინ, ევროკომისიამ უკრაინას შეახსენა თავისი ვალდებულებები - დღეს გავიგეთ, რომ პრაიდი ორჯერ გაიმართება და უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ორი მამაკაცისგან შემდგარი წყვილი ოჯახად აღიარა
სულ რაღაც ორი კვირის წინ, ევროკომისიამ უკრაინას წერილი გაუგზავნა, რომელშიც შეახსენა მას თავისი ვალდებულებები, - წერს ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, X-ზე. მისი განცხადებით, ამ წერილიდან მალევე, საზოგადო...
1773078942
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე ბაჩო ახალაიას განცხადებაზე: „ნაცი“ რომ თავის ნაცობას არ მოიშლის, საზოგადოება ამაში ყოველდღიურად რწმუნდება
ბაჩო ახალაიას განცხადებას არჩილ გორდულაძე აფასებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ნაცი“ ნაცობას არ მოიშლის. „როგორც არჩევნების შედეგად მათ ათჯერ აქვთ უარი ნათქვამი ქართველი ხალ...


























