ირაკლი კირცხალია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ამას ველოდით

„ეს ჩვენთვის არახალია, ამას ველოდით“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას.

მისივე განცხადებით, საინტერესოა რა რეაგირება ექნება გერმანიას, რომელსაც გიორგი გახარია თავს აფარებს.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ საქმეზე გერმანიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტიპენდიატს პატიმრობაც აქვს მისჯილი. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით იყო, როდესაც ბატონმა გახარიამ 30 წამში სამჯერ შეცვალა ის ჩვენება, რომელსაც აძლევდა საგამოძიებო კომისიას. საინტერესოა რა რეაგირება ექნება იმ ქვეყანას, სადაც თავი აქვს შეფარებული ერთ-ერთ რიგით აგენტს. ზოგადად, მისი ყველა ქმედება რომელიც გახმაურდა საფუძვლიან ეჭვს იწვევდა და ამ ქმედებების უკან იდგა ჩვენი ინსტიტუციების რეპუტაციის შელახვა. სწორედ ეს მოხდა აქაც იმ დიდი სამართალდარღვევასთან ერთად, რომელიც დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამავე თემაზე გიორგი გახარიას პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას უტიფრობას უწოდებს.

„ძალიან რთულად არის მათი საქმე, ჩვენ ეს მათ ვუწინასწარმეტყველეთ [პარლამენტში] შემოსვლის დღიდან, ყოველთვის გავახსენებთ, რომ ყოველდღე თავის მართლების რეჟიმი იქნებიან. ეს უტიფარი განცხადებაც ზის ნაცმოძრაობის განცხადებების ვერტიკალში. არ აცნობიერებენ, რომ ასეთი განცხადებით საზოგადოებას აყენებენ შეურაცხყოფას“, - განაცხადა კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773084636

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ერთადერთი სწორი გზა არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარება

ერთადერთი სწორი გზა, როგორც ჩვენ ვხედავთ, არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარება, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ი...

მაკა ბოჭორიშვილი

1773082779

მსოფლიო

„დემოკრატი“ სენატორების განცხადება: დამოუკიდებელი ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ ირანში გოგონათა სკოლაზე დარტყმა შესაძლოა აშშ-ის ძალების მიერ ყოფილიყო განხორციელებული - ეს ინციდენტი მიუკერძოებლად უნდა იყოს შესწავლილი

აშშ-ის წამყვანმა სენატორებმა „დემოკრატიული“ პარტიიდან მოითხოვეს გამოძიება სამხრეთ ირანში მდებარე გოგონათა სკოლაზე განხორციელებული დარტყმის შესახებ. მათი განცხადებით, პენტაგონმა „ამომწურავი პასუხები უნ...

 სენატორების განცხადება

1773081345

საზოგადოება

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს სარწყავი წყლით მომსახურების დავალიანება ჩამოეწერება

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული განკარგულების მიხედვით, 1 აპრილიდან საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირების წესი ამოქმედდება. „საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, განსაკუთ...

სარწყავი წყლით

1773079924

საზოგადოება

ვახტანგ თოფურია: ორი კვირის წინ, ევროკომისიამ უკრაინას შეახსენა თავისი ვალდებულებები - დღეს გავიგეთ, რომ პრაიდი ორჯერ გაიმართება და უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ორი მამაკაცისგან შემდგარი წყვილი ოჯახად აღიარა

სულ რაღაც ორი კვირის წინ, ევროკომისიამ უკრაინას წერილი გაუგზავნა, რომელშიც შეახსენა მას თავისი ვალდებულებები, - წერს ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, X-ზე. მისი განცხადებით, ამ წერილიდან მალევე, საზოგადო...

ვახტანგ თოფურია

1773078942

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე ბაჩო ახალაიას განცხადებაზე: „ნაცი“ რომ თავის ნაცობას არ მოიშლის, საზოგადოება ამაში ყოველდღიურად რწმუნდება

ბაჩო ახალაიას განცხადებას არჩილ გორდულაძე აფასებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ნაცი“ ნაცობას არ მოიშლის. „როგორც არჩევნების შედეგად მათ ათჯერ აქვთ უარი ნათქვამი ქართველი ხალ...

არჩილ გორდულაძე