ირაკლი კობახიძე სასტუმრო „საქართველოზე“: ყველა ქონებრივი ობიექტი გადის აუქციონზე, არც ერთ შემთხვევაში არ ხდება პირდაპირი წესით ქონების გასხვისება და არავითარ შემთხვევაში არ ხდება სიმბოლურ ფასად
„ყველა ქონებრივი ობიექტი გადის აუქციონზე, არც ერთ შემთხვევაში არ ხდება პირდაპირი წესით ქონების გასხვისება და არავითარ შემთხვევაში არ ხდება სიმბოლურ ფასად - ყველაფერი გადის აუქციონზე და კონკრეტულ, გამჭვირვალე პირობებში მეწარმე სუბიექტები ყიდულობენ შესაბამის ობიექტებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროა, რომ ასეთ მდარე მანიპულაციებს მიმართავენ კონკრეტული მედიასაშუალებები.
„სამწუხაროა, რომ კონკრეტული მედიასაშუალებები, ამ შემთხვევაში „მონიტორი“ და „ტვ პირველი“ ასეთ უხეშ მანიპულაციას ავრცელებენ. რეალურად, არავითარი ფართის გასხვისება არ მომხდარა. ამ დოკუმენტებში ზედაპირულადაც კი ჩანდა, რომ დამატებით არაფერი გასხვისებულა. იყო აზომვით ნახაზებშ წარმოდგენილი კონკრეტული ინფორმაცია, რეალური ფართის მოცულობა იყო განსხვავებული. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი სამართლებრივად დაზუსტებულიყო, ფორმალურად გასხვისდა ეს ფართი, მხოლოდ ფორმალურად, არაფერი დამატებით არ გადასცემია კონკრეტულ სამეწარმეო სუბიექტს. ამას მოაყოლეს მთელი სპეკულაცია. უბრალოდ, სამარცხვინოა, როდესაც ასეთ ტყუილებს ავრცელებენ.
ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა პრივატიზაციასთან დაკავშირებით. ყველა ასეთი ტიპის შესაბამისი ქონებრივი ობიექტი გადის აუცილებლად აუქციონზე, არც ერთ შემთხვევაში არ ხდება პირდაპირი წესით არც ერთი ქონების გასხვისება და არავითარ შემთხვევაში არ ხდება სიმბოლურ ფასად ქონების გასხვისება. ყველაფერი გადის აუქციონზე და კონკრეტულ, გამჭვირვალე პირობებში მეწარმე სუბიექტები ყიდულობენ შესაბამის ობიექტებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ მდარე მანიპულაციებს მიმართავენ კონკრეტული მედიასაშუალებები, თუმცა ამას მიჩვეულები ვართ როგორც „მონიტორისგან“, ისე „ტვ პირველისგან“, - განაცხადა პრემიერმა.
1784370888
ახალი ამბებისამტრედია-გრიგოლეთის საერთაშორისო მაგისტრალის დამატებით 6-კილომეტრიანი გზა იხსნება
სამტრედია-გრიგოლეთის საერთაშორისო მაგისტრალის დამატებით 6-კილომეტრიანი გზა იხსნება. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვა პირები ესწ...
1784368178
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო...
1784366330
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენი სუვერენიტეტი იყოს დაცული, თუ ამის განმტკიცებაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივად ვიმოქმედებთ, რაც უკვე პრეზიდენტმა ტრამპმა პირდაპირ განუცხადა პრემიერს, ამისთვის მზად ვართ
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, დონალდ ტრამპის წერილს ეხმაურება, რომელიც თეთრი სახლის ლიდერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობ...
1784365083
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთთან ჩვენი პარტნიორობა იმის ნათელი დასტურია, თუ როგორ შეუძლია მჭიდრო თანამშრომლობას საერთო მიზნები რეალურ საქმედ აქციოს
„ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულ კომისიას (NDRC) შორის გაფო...
1784362498
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საუკუნეების განმავლობაში საქართველო, თავისი სავაჭრო და სატრანსპორტო გზებით, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა, დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ამ ისტორიულ მისიას და ორ კონტინენტს შორის საიმედო ციფრულ კარიბჭედ ვყალიბდებით
„დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ისტორიულ მისიას და ორ კონტინენტს შორის საიმედო ციფრულ კარიბჭედ ვყალიბდებით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შანხაიში, „ხელოვნური...































