ირაკლი ზარქუა: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს, ამით ქვეყანაც დამშვიდდება და რაც მთავარია, ახალ პოლიტიკურ ჯგუფებს მიეცემათ შესაძლებლობა გამოვიდნენ ასპარეზზე

„კოლექტიური ნაცმოძრაობა უნდა გასამართლდეს და ამით ქვეყანაც დამშვიდდება და რაც მთავარია, ახალ პოლიტიკურ ჯგუფებს მიეცემათ შესაძლებლობა, გამოვიდნენ ასპარეზზე“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული სარჩელის განხილვის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დაუსაბუთებელი მოთხოვნებით ოპოზიციას პროცესის გაჭიანურება სურს.

„საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, რომ ეს პარტიები, ნაცისტური პარტიები, ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა რაც არის, მთლიანად აიკრძალოს და ამით ქვეყანა დამშვიდდეს, საზოგადოება დამშვიდდეს და ზოგადად, ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას მტრობენ, ჩამოშორდნენ პოლიტიკას.

თქვენ იცით, რომ მცდელობა არის, დროში გაიწელოს, ის აბსურდული რაღაც თხოვნები რომ აქვთ მოსამართლეების მიმართ, ჯერ აცილებებით დაიწყეს უსაფუძვლოდ, უარგუმენტოდ. მაგრამ, ერთი კარგია, კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე იყო ლუსტრაცია, რომ ისინი არიან ერთი ორგანიზმი, როგორც ბატონმა გვარამიამ ბრძანა, რომ თურმე გახარიები და ეს დანარჩენები, „ლელო“ და მთელი ეს საზოგადოება ერთი ჯგუფი არიან, რასაც ჩვენ ვამბობდით წლების განმავლობაში, რომ დიახ, კოლექტიური ნაცმოძრაობა უნდა გასამართლდეს და ამით ქვეყანაც დამშვიდდება და რაც მთავარია, ახალ პოლიტიკურ ჯგუფებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ გამოვიდნენ ასპარეზზე“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793166105

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში ჰანს კლუგეს მიწვევით გამართულ შეხვედრას დაესწრო

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, კოპენჰაგენში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიაში მონაწილეობს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამი...

მიხეილ სარჯველაძე

1793163690

ახალი ამბები

გია ვოლსკი თამარ ჩერგოლეიშვილისა და ეკა გიგაურის დაპირისპირებაზე: არათუ ერთნი იყვნენ, დღესაც ერთნი არიან, უბრალოდ ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვის უფრო მეტი საშუალება გააჩნია, რომ ქვეყანას ზარალი მიაყენოს

„არათუ ერთნი იყვნენ, დღესაც ერთნი არიან, უბრალოდ ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვის უფრო მეტი საშუალება გააჩნია, რომ ქვეყანას ზარალი მიაყენოს“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სოციალურ ქს...

გია ვოლსკი

1793163137

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 ოქტომბერს საქართველოში

28 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +27 და ღამით +20 გრადუსია მოსალოდნელი. მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზე იქნება...

ამინდი, შემოდგომა, წვიმა

1793134632

მსოფლიო

ტრამპი კონგრესში შუალედური არჩევნების შედეგების აღიარებაზე: ვცნობ, თუ ეს პატიოსანი არჩევნები იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ შუალედური არჩევნების შედეგებს იმ შემთხვევაში ცნობს, თუ ისინი „პატიოსანი“ იქნება. „ვცნობ, თუ ეს პატიოსანი არჩევნები იქნება, დიახ“, - განუცხად...

 ტრამპი ტრამპი

1793133384

მსოფლიო

ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ნეთანიაჰუს პარტიამ ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა, თუმცა არცერთ პოლიტიკურ ბლოკს მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი უმრავლესობა არ გააჩნია

ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, სამშაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ ხმების ყველაზე მეტი...

ისრაელი ისრაელი